გიორგი მოკვერაშვილი - სტუდენტობიდან საკუთარ ფერმამდე.


გამარჯობათ, მე ვარ გიორგი მოკვერაშვილი, 20 წლის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებს.

პანდემია რომ არა ალბათ დღეს ჩემი ბიზნესიც არ იარსებებდა.

დაახლოებით 2 წლი წინ, როცა თბილისში  გადასული  სტუდენტები პანდემიის გამო უკან სოფლებში დავბრუნდით, მომინდა რაიმე ახალი გამეკეთებინა, რადგან ონლაინ სწავლების გამო ბევრი თავისუფალი დრო მქონდა.

გადავწყვიტე იმ სფეროთი დავკავებულიყავი, რომელშიც გამოცდილება მქონდა და  ბავშვობიდან მიყვარდა.

აგრონომია და სოფლის მეურნეობა ყოველთვის ჩემი სასურველი საქმიანობა იყო, გაული წლის გაზაფხულზე შევიტანე საპროექტო განაცხადი ჯუნიორ ჩივმენთ ჯორჯიაში, რომლის დახმარებითაც შევიძინე 50 ცალი ჭუკი. სიმართლე რომ გითხრათ ჩემი ოჯახის დახმარების გარეშე არაფერი გამომივიდოდა, იმ წელს ბევრი შრომა ჩავდეთ და დაგვიფასდა კიდეც. მართალია დიდი მოგება ვერ ვნახეთ, მაგრამ იმდენი მაინც შევძელით, რომ ჩვენ პატარა ინდაურების ფერმას არსებობა გაეგრძელებინა.

 დღეს უკვე, ჩვენი გამოზრდილი 80 ცალი ჭუკი გვყავს. ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებელს რაც შეიძლება მაღალი ხარისხის,  ნატურალური პროდუქტი შევთავაზოთ. ახლა მხოლოდ ლოდინი დარჩა წინა საახალწლო პერიოდამდე, რათა ჩვენი პროდუქტი გავიტანოთ ბაზარზე.

ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართულობა სამეწარმეო სფეროში ვფიქრობ, რომ ძალიან დაბალია დღეს ჩვენს ხეობაში. ჩემი ასაკის ადამიენბი არ ცდილობენ სოფლის მეურნეობის მხრივ განვითარებას, თავიანთი პატარა ბიზნესების წამოწყებას, ამ საკითხისადმი ახალგაზრდობის ინტერესი ძალიან ჩამკვდარია.

ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება დაინტერესებული, რომ ადგილზე დამკვიდრდეს და წამოიწყოს თავისი საქმე, ხეობა ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდება და გაძლიერდება.

მსგავსი გადაწყვეტილებებით ჩვენ თავისუფლად შევძლებთ დავამსხვრიოთ ახალგაზრდებზე არსებული სტერეოტიპი, რომ არ შეგვიძლია ან ვერ შევძლებთ საკუთარი ბიზნესი გვქონდეს და წარმატებულები-დამოუკიდებლები ვიყოთ სოფლად.

Comments