დუი

 

 

 


 

   უკვე 200 წელია, რაც ქისტების აკვანი აქ, საქართველოში, კერძოდ კი პანკისის ხეობაში ირწევა; 200 წელია, რაც ჩვენი წინაპრები ღრმა ფესვებს დროებით თუ სამუდამოდ დაშორდნენ (თუმცა მხოლოდ ფიზიკურად); 200 წელია, რაც ქართული სიტყვები თითქმის ისეთივე სიხშირით გვესმის, როგორც ქისტური; 200 წელია, რაც ჩვენს შორის ხიდი გაიდო, რომელიც  ზოგჯერ მორყეული იყო, თუმცა  ჩამტყდარი არასდროს.

   ქისტების მასიური ჩამოსახლება პანკისის ხეობაში დაახლოებით 200 წლის წინ იწყება  ოფიციალურიცნობები პანკისში პირველმოსახლე ქისტებზე არსებობს ორ პიროვნებაზე - დუისა და ჯოყოლაზერომელთასახელსაც ატარებს პანკისის ქისტური სოფლები - დუისი და ჯოყოლო. 

   ჩამოსახლებამდე დუი ცხოვრობდა დიშნის მიწაზე,  ყველაზე ნაყოფიერ (“დიშნი” ქისტურად ნიშნავს ნაყოფიერს) და ზომიერი კლიმატის ხეობაში, რომელიც ითუმხალიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 8 კმ- ის დაშორებით მდებარეობს. “დიშნი მოხქ”-ის მაცხოვრებლები ითვლებიან ერთ-ერთი უძველესი (ამით ისინი მხოლოდ ნაშხოის თეიფს ჩამოუვარდებიან) და ძლიერი თეიფის წარმომადგენლებად, განთქმულნი თავიანთი მეომრული სულისკვეთებით და ანტირუსული ორიენტაციით. დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა იზრდებოდა იმდენად, რომ იძულებულნი ხდებოდნენ გადასახლებულიყვნენ სხვა მიწებზე, ეს კი ხდებოდა ძირითადად ვედენოსა და ითუმხალის რეგიონების  მიმართულებით. თუმცა დუის პანკისში ჩამოსახლების მიზეზს არა  ხალხის სიმრავლე, არამედ მოსისხლეობა წარმოადგენდა. იგი ნათესავებთან ერთად გადასახლდა ჯერ მაისტში, სადაც 10 წელი დაყო. გადმოცემის მიხედვით, დუი ადგილობრივებს აქტიურად ეხმარებოდა გარეშე მტრებთან ბრძოლაში და მალე შეძლო მათ შორის ავტორიტეტის მოპოვება. ჩეჩნეთში მცხოვრებ ქისტებთან დუის პანკისში ჩამოსახლების შემდეგაც არ გაუწყვეტია კონტაქტი. 

      დუის პანკისში ყოფნა დაფიქსირებულია 1826 ლსჩხენკელის მოძიებული მასალებით დასტურდებარომ დუი დიშნელი თიანეთის მაზრის უფროსს თხოვნით მიმართავსმისცეს ნებადასახლდესნათესავებთან ერთად პანკისის ხეობაშიჩხენკელის ცნობითდუი პირველად იმყოფებოდა თიანეთშიკერძოდერწოშიშემდეგ კახეთში გადმოვიდა სოფნაფარეულში და საბოლოოდ, 1826 წლისათვისდასახლდა პანკისშიშემდეგ მის გარშემო დასახლდნენ ქისტეთიდან ჩამოსული ქისტები და ასე წარმოიშვასოფელი დუისი.

   ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ქისტების პანკისის ხეობაში ჩამოსახლების მიზანი ლეკთა თარეში აღკვეთა იყო.მრავალი გადმოცემა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ მისდევდნენ ქისტები მოთარეშე ლეკებს, რომელთაც ტყვედ მიჰყავდათ ბავშვი თუ ქალი. მათ დაღესტნის საღვრამდეც კი მიჰყვებოდნენ და ტყვეებს უკან იბრუნებდნენ. ტყის სოფლის თავში იდგა საყარაულო ხის  კოშკები, საიდანაც ქისტები მორიგეობით ყარაულობდნენ, რომ ლეკები მიპარვით არ დასცემოდნენ სოფელს. საბოლოოდ, ქისტებმა მთლიანად მოხსნეს ლეკებთან დაკავშირებული პრობლემა. 

   პანკისის ხეობაში საბოლოოდ დამკვიდრების შემდეგ, დუი დაბრუნდა თავის მშობლიურ კუთხეში და გაყიდა თავისი მამულები და ციხე-კოშკები.

   როგორც ჩეჩნეთში, ისე პანკისში იგიდიდი ავტორიტეტითა და გამორჩეული პიროვნულობით ხასიათდებოდა  . დუი მებრძოლი, მოხერხებული და ბელადობის უნარით დაჯილდოებული ყოფილა; თანამემამულეებს შორის იმდენი პატივისცემლობით სარგებლობდა, რომ  მის მიერ დაარსებულ სოფელს, რომელსაც თავიდან პენგიზი (პანკისი) ერქვა, მისი გარდაცვალების შემდეგ დუის სოფელი (დუი იურთ), შემდეგ კი დუისი ეწოდა.

   დუი 1856 წელს გარდაიცვალა. იგი მდინარე ალაზნის სანაპიროზე,  ძველ სასაფლაოზე დაასაფლავეს, თუმცა იმ საშიშროების გამო, რომელიც მდინარის წყალდიდობას შეიძლება მოჰყოლოდა მისი ნეშტი შვილიშვილების მიერ გადატანილ იქნა მდინარისგან დაშორებით, დუისის ახლად გახსნილ სასაფლაოზე.

 

  

Comments