ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის?

 


  Pankisi Info აქტიურად  აგრძელებს საქმიანობას პანკისის ხეობაში. Pankisi Info- გუნდმა რეალისტური გეგმები წარუდგინა მოსახლეობას და ერთ სივრცეში გააერთიანა ხეობის მკვიდრნი, რათა  ხელი შეეწყო მეწარმეების საქმიანობისთვისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებისთვის. ამავდროულად, Pankisi Info  მუშაობს საგანმანათლებლო კუთხით, რაც მოიცავს: შემეცნებით, სპორტულ და ლიტერატურულ ღონისძიებებს.

   27 მაისს,  Pankisi Info-ს   თანამშრომლებმა, ვაინახთა ფონდისდაფინანსებით, დუისის საჯარო სკოლაში ჩაატარეს ინტელექტუალური თამაში - რა­?  სად?  როდის?. ორგანიზატორებთან ერთად კონკურსის მსვლელობას  ესწრებოდნენ დუსის საჯარო სკოლის მასწავლებლებიც.    კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ IX, X, XI კლასის 27 მოსწავლე.  მონაწილეებს  ცოდნის ინდივიდუალური გამოვლინების   საშუალება მიეცათ როგორც ზოგად, ისე ვაინახურ თემატიკაზე.  კონკურსი ჩატარდა 2 ტურად. პირველი ეტაპი მოიცავდა 20 შეკითვას, მათგან 10 ზოგადი და 10 ვაინახური თემატიკის შემცველი შეკითხვა დაისვა. პირველი ტურის ქულების შეჯამების შემდეგ მეორე ტურში გადავიდა  9 მონაწილე.  მეორე ტურიც ანალოგიურად 20 კითხვით შემოიფარგლა - როგორც ზოგადი, ისე ვაინახური თემატიკა. უნდა აღინიშნოს, რომ შეკითხვები საკმაოდ დამაბნეველი  იყო, მაგრამ ჩვენმა მონაწილეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი.  ბოლოს გამოვლინდა 4  გამარჯვებული, მათგან 2 მონაწილე თანაბარი შედეგებით გავიდა მესამე ადგილზე. საპრიზო ადილები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზე გავიდა, XI კლასის მოსწავლე, მაკა გაურგაშვილი, მეორე ადგილზე გავიდა, X კლასის მოსწავლე, ანზორი ცისკარიშვილი, მესამე ადგილზე გავიდნენ, XI კლასის მოსწავლე, იიმან ბორჩაშვილი და XI კლასის მოსწავლე, მარიამ მარგოშვილი.  

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სიმბოლური საჩუქრები - საკანცელარიო ნივთები.  გამარჯვებულები დამატებით   დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზით, სერთიფიკატებითა და მაისურებით. პირველი ადგილზე გასულ მონაწილეს, მაკა გაურგაშვილს  გადაეცა  300 ლარი, მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს, ანზორი ცისკარიშვილს გადაეცა  200 ლარი და მესამე ადლიზე გასულ 2 მოწილეს  იიმან ბორჩაშვილსა და მარიამ მარგოშვილს გადაეცათ 50-50 ლარი.

Pankisi Info მადლოაბას უხდის დუისის საჯარო სკოლას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.ასევე,  Pankisi Info-ს გუნდი მადლობას უხდის ინტელექტუალური თამაშის ყველა მონაწილეს და ულოცავს  გამარჯვებულებს. ვიმედოვნებთ, რომ მონაწილეებმა შეძლეს საკუთარი ცოდნის წარმოჩენა და  მოეწონათ ეს  პროცესი.


Comments