ვაინახი ქალი

 

 

   XXI საუკუნე გენდერების ქიშპობის, “როლების გადანაწილებისადაფემინიზმის აღზევებისეპოქად გვევლინებაქალი ცდილობს პატივისცემის, ყურადღებისა დათავისუფლებისმოპოვებას. დასავლური კულტურა თავისითანასწორობითდაქალის სიტყვის წონითოქროს მედალს ისაკუთრებს, თუმცა, ვფიქრობ ამ კულტურის ვერც ერთი ნაწილი ვერ ჩასწვდება იმ როლსა და ადგილს, რომელიც ქალს უჭირავს ჩეჩნების და ზოგადად, ვაიანხთა სოციუმში.

   ქალი ვაინახებში ოდითგანვე ოჯახის ერთ-ერთ ბურჯად არის აღქმული; წოდებაწიინ ნაან” (სახლის დედა) ნათლად უსვამს ამ გარემოებას ხაზს. მისი თვისებები და მენტალური ურყევობა მის მიმართ დიდი პატივისცემისა და მოწიწების განმაპირობებელი ფენომენებია. ნებისმიერ სიტუაციაში ჩეჩენი ქალის სასწორი ღირსებისკენ იხრებოდა, თუნდაც დიდი მსხვერპლის ფასად; ავიღოთდადი იურთის ტრაგედია, რომლის დროსაც ორმოცამდე ქალიშვილი თავიანთი ღირსების დასაცავად მდინარე თერგში თვალის დაუხამხამებლად ეშვება. ძველი ადათ-წესების მიხედვით ქალის შეურაცხყოფა ძალიან მძიმედ უჯდებოდა ჩამდენს: დამნაშავე 7 ძროხას იხდიდა, ქმრიანი ქალის შეურაცყოფისთვის კი 10-. ქალის მკვლელობა დიდ დანაშაულად და ცოდვად აღიქმებოდა და მკვლელი ორი კაცის საზღაურით იხდიდავალს”.

   ვაინახური ფოლკლორი ქალს დიდ ყურადღებას უთმობს და უხვადაც ამკობს. ის ფაქტი, რომ იგი ვაჟკაცისა და სამშობლოს დამცველის გამჩენად და აღმზრდელად გვევლინება, მას კიდევ უფრო ამაღლებს. ვაინახი ქალის სილამაზე და თავმდაბლობა  ბევრი მწერლისა თუ პოეტის  შემოქმედებაში ფართო ადგილს იკავებს. ანა კალანდაძე წერს:

 

თვალებს უხარით ყურება, 
გრძნობს, სახეს არცა მალავსა
ეს თავმდაბლობა უხდების 
როგორც ქისტების ქალასა…”

 

 ალბათ არ ჩამითვლით ხმამაღალ ნათქვამად, თუ ვიტყვი,, რომ, ნამდვილად, ვაინახი ქალი შინაგანი და გარეგანი სილამაზის იშვიათ თანწყობას წარმოადგენს.

  დროის სვლის პარალელურად ქისტი ქალი მეტ და მეტ ადგილს იკავებს საზოგადოებაში. ისლამის დამკვიდრებასთან ერთად ქალი არათუ იჩაგრება, როგორც ამას ცრუ წარმოდგენები აფიშირებენ, არამედ მისი როლი დღითიდღე უფრო მაღალ საფეხურს ეუფლება. “სამოთხე დედის ფეხქვეშაა” , “თქვენ შორის საუკეთესონი არიან ისინი, რომლებიც საუკეთესოდ ექცევიან თავიანთ ცოლებს”- ეს არის სიტყვები, რომლებიც ყველა მუსლიმის, მაშასადამე ყველა მუსლიმი ვაინახისცხოვრების კოდექსისმნიშვნელოვან ნაწილს უნდა  წარმოადგენდნენ..

   აქედან გამომდინარე, ქალი ვაინახთა სოციუმში სხვა ბევრ დასავლურ თუ აღმოსავლურ კულტურასთან შედარებით ბევრად უფრო დაფასებული და გამორჩეულია, გამორჩეულია თავისი როლით, თვისებებითა თუ ხასიათით, თავისი მენტალობითა და შეუპოვრობით. დედის, დის, ქალიშვილის და უბრალოდ, ქალის კულტი, არის ის, რაც ალბათ ვაინახებს გაჰყვებათ მანამ, სანამ ისინი ამ ცივილიზაციის წარმომადგენლები იქნებიან.

Comments