"PANKISI INFO" აცხადებს საგრანტო კონკურსს პანკისელი ახალგაზრდებისთვის.


PANKISI INFO  აცხადებს საგრანტო კონკურსს პანკისელი ახალგაზრდებისთვის.

კონკურსის მიზანია ადგილობრივ ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა განახორციელონ პროექტები, რომლებიც ორიენტირებული იქნება  პანკისის ხეობის განვითარებასა და პრობლემური საკითხების მოგვარებაზე. საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2021 წლის 20 ნოემბიდან.

კონკურსის დეტალები:
🔹საგრანტო პროექტებს უნდა ჰქონდეს სოციალური მიზანი - პანკისი განვითარება და პრობლემური საკითხების გადაჭრა.
დაფინანსებას ვერ მიიღებენ ისეთი პროექტები, რომლებიც პირად მიზნებზე იქნება ორიენტირებული. 
🔹კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია  18-35 წლის ნებისმიერ პანკისელ ახალგაზრდას.
🔹საპროექტო განაცხადის შემოტანა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე საინიციატივო ჯგუფებისა და დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. 
🔹საგრანტო თანხა შეადგენს 30 000 ლარამდე.დაფინანსება მოხდება სრულად ან ნაწილობრივ, ეს პროექტზე იქნება დამოკიდებული. 
🔹 დაფინანსდება 1-3 პროექტი. 
შეფასების კრიტერიუმები:
🔹პრიორიტეტი მიენიჭებათ ისეთ იდეებს, რომლებიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული პანკისის ხეობაში არსებული პრობლემების მოგვარებასა და ადგილობრივი თემის განვითარებაზე.
🔹 ყურადღება გამახვილდება თუ რამდენად გამართულია საპროექტო განაცხადი.
კონკურსის ვადები: 
🔹კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირებს შესაძლებლობა ექნებათ სამი თვის განმავლობაში შემოიტანონ თავიანთი საპროექტო განაცხადები PANKISI INFO-ში. 
2021 წლის 20 ნოემბრიდან 2022 წლის 20 იანვრის ჩათვლით.
🔹 განაცხადების მიღების ვადების ამოწურვის შემდგომ, Pankisi info განიხილავს ყველა საპროექტო განაცხადს აპრილის ბოლომდე და 2022 წლის 1 მაისს გამოცხადდება გამარჯვებული პროექტები და გაიცემა გრანტები. 

პანკისი ინფო -ს საგრანტო კონკურსის შესავსები  ფორმები:

Online ფორმა

1. საპროექტო განაცხადის ფორმა (docx.)  2. საბიუჯეტო ფორმა ( excel)   

  საპროექტო განაცხადის ფორმა .pdf.        3. ლოგიკური მოდელი (.pdf)                                                                 

გისურვებთ წარმატებას!

Comments