ლალიტა ქუშანაშვილი - პანკისის კულტურული ტურიზმის გიდი


მე ვარ ლალიტა ქუშანაშვილი, ვსწავლობ ივანე ჯავავიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.ვარ პანკისის ტურიზმისა და განვითარების ასოციაციის წევრი. ასევე, ვარ ინგლისურენოვანი კულტურული ტურიზმის გიდი.
სამი წელია, რაც კულტურ გიდად ვმუშაობ ნაზის საოჯახო სასტუმროში. 
ყოველი კულტურული ტური არის ჩემთვის, ფაქტობრივად, როგორც გამოცდა. ყველა ის ცოდნა რაც მაქვს ჩემი ხეობის შესახებ უნდა გავუზიარო ადამიანებს და იმ საკითხებზე, რომლებზეც ნაკლები ინფორმაცია მომეპოვება უნდა დავამუშავო და შემდგომი ტურისთვის უფრო ფართო სპექტრში გავუზიარო ეს საკითხები ვიზიტორებს. შესაბამისად, ვფიქრობ რომ პირველი ტურიდან დღემდე მაქვს დიდი წინსვლა და განვითარება იმ უნარების, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, პრობლემურ სიტუაციაში თავის გართმევის უნარი.
კულტურულ გიდად მუშაობა ჩემთვის ასოცირდება სხვადასხვა დადებით გრძნობებთან: სიამაყესთან, ბედნიერებასთან, თავდაჯერებულობასთან...

კულტურული ტურები არის შესანიშნავი შესაძლებლობა ვიზიტორებისთვის, რათა უკეთ გაიგონ მონახულებული ადგილის ისტორია, ტრადიციები, კულტურა. 
 კულტურულ გიდად მუშაობა, პირველრიგში, მნიშვნელოვანია ჩემთვის იმიტომ, რომ იგი მაძლევს შესაძლებლობას გავაცნო ფართო საზოგადოებას პანკისის ხეობა, მოვუყვე ჩეჩენ-ქისტების უნიკალური ისტორია, წარვადგინო ჩემი კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო, ფოლკლორი, ვაჩვენო შესანიშნავი ბუნება. 

 ჩემეთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გიდობა მეხმარება პიროვნულ განვითარებაში, ცოდნის გაღრმავებაში, ასევე ინგლისური ენის გაუმჯობესებაში. პერსონალურად ჩემთვის ღირებულია ყველა შეაძლებლობა, რომელიც ასოცირდება განვითარებასთან. 
 ასევე  სასიამოვნოა  სხვა ადამიანების ღირებულებების, მათი რწმენის, კულტურის, ეროვნების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება.  ყოველი კულტურული ტური ჩემთვის არის ახალი შანსი მრავალფეროვანი კულტურების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათის.

Comments

  1. საუკეთესოები ხართ მთელი პანკისი😊😊😊

    ReplyDelete

Post a Comment