რიზვან გორგიშვილი - მობლური აპლიკაცია SiApp -ის დამფუძნებელი.

 

გაიცანით რიზვან გორგიშვილი, 24 წლის ახალგაზრდა, პანკისის ხეობიდან. 



-მოგვიყევით თქვენს ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე, SiApp-ზე.

 SiApp 2017 წელს დაარსდა. ეს არის პლატფორმა რომელიც აერთიანებს ამჟამად ორ პროექტს, ესენია მობილური აპლიკაცია SiWalk (მომხმარებლებისთვის) და SiShop-ი ( კომპანიებისთვის ვისაც სურს ჩვენთან თანამშრომლობა).

მოკლედ რომ ვთქვა SiWalk-ი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დათვალოს გავლილი ნაბიჯები და გადაცვალოს ქულებში (Sicoin). დაგროვებული ქულებით კი მომხმარებელს შეუძლია ფასდაკლებით შეიძინოს სხვა და სხვა სახის პროდუქტი თუ სერვისი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისგან, რომლებიც აპლიკაციის მაღაზიაშია წარმოდგენილი.

იგივე შინაარსის მაგრამ განსხვავებულ სერვისს და შესაძლებლობას უცხოეთში ერთეული კომპანიები სთავაზობდა მომხმარებელს, საქართველოში მსგავსი მიდგომა სულაც არ იყო, რამაც ასევე იქონია გარკვეული ზეგავლენა სტარტაპის განვითარების კუთხით.

გავიმარჯვეთ ყველაზე დიდი ესტონური აქსელერატორის Startup Wise Guys-ის მიერ საქართველოში ორგანიზებულ აქსელერაციის პროგრამაში და ასევე გავხდით Social Impact Award-ის ფინალისტები, რამაც მნიშნველოვნად შეცვალა სტარტაპის განვითარება და ხელი შეგვიწყო სწორი მიმართულების არჩევაში.

SiApp-ს ამჟამად 12 000-ზე მეტი მომხმარებელი და 10+ მეტი პარტნიორი კომპანია ჰყავს.

-რამ გადაგაწყვემტინათ პანკისის ხეობაში დაბრუნება და აქ დასაქმება?

სოფელში მარტში დავბრუნდი,  როდესაც პანდემიის გამო ყველაფერი დაიკეტა. სიმართლე გითხრათ არ ვაპირებდი ხეობაში დაბრუნებას, რადგან როგორც ყველა დანარჩენი ახალგაზრდა ვინც განვითარების პერსპექტივებს ეძებს, ტოვებს ზუსტად ხეობაში მისი არ არსებობის გამო. ალბათ პანკისში დაბრუნებაზე უფრო მაშინ ვიფიქრებდი როდესაც მექნებოდა საკმარისი რესურსი გამოცდილების კუთხით, რომ აქ დამეწყო და ჩემით შემექმნა პატარა ნაბიჯებით, ახალგაზრდის განვითარებისთვის ყველა საჭირო პირობა.

პანკისში ყოფნის პარალელურად დისტანციურად დავიწყე როგორც კონტრაქტორი ერთ-ერთ დამწყებ ამერიკულ სტარტაპში მუშაობა, სადაც ჩემი ძირითადი მოვალეობა ციფრული პროდუქტის შექმნა იყო და პარალელურად ვფიქრობდი იმაზე თუ რა შეიძლება გავაკეთო ხეობაში.

2020 წლის ზაფხულში პანკისის სათემო რადიოში დავიწყე მუშაობა, სადაც პანკისის ხეობისა და კახეთის რეგიონის ახალ ამბებს ვაშუქებ.

-თქვენი გადმოსახედიდან რა გამოწვევების წინაშე დგანან ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები?

 ვფიქრობ ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება ინფორმაციის ნაკლებობა სფეროების მიხედვით, რაც ასევე გამოწვეული ახალგაზრდებში კვლევების სიმწირით.

Comments