დუისის საჯარო სკოლა - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის გამარჯვებული.

 


ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ,  ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation  ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის მთავარი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და დაანახოს საკუთარი ხელით ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობები ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად. კონკურსში ჩართული პირები თავად ხდებიან მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილე.

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში ჩართვა დიდი ხანი იყო რაც მინდოდა,შემდეგ აზა ხანგოშვილმა გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო ეკოკლუბის ხელმძღვანელი,რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო.ამის შემდეგ დავრეგისტრირდით და დავიწყეთ აქტივობების განვახორციელე. მოვიცვით ყველა მდგრადი განვითარების მიზანი და ბევრ აქტივობა განვახორციელეთ.          ჩვენს აქტივობებში ჩართულები იყვნენ ასევე შშმ პირები . პრიექტის ფარგლებში სულ განვახორციელეთ 660-ზე მეტი აქტივობა,ამ აქტვივობებს,როგორც დუიაში ასევე პანკისის ხეობის სხვადასხვა სოფელში ვახრციელებდით.ასევე განვახორციელეთ ისეთი  პროექტი ,როგორიცაა მაგალიად პირბადეების შეკერვა და მოსახლეობისთვის უფასოდ გაჩუქება.

2020 წლის კონკურსში მთლიანი საქართველოდან 800-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა, შესაბამისად საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. გამარჯვებამდე მისვლა არც ისეთი ადვილი იყო,ბევრი სირთულე შეგვხდა ამ გზაზე ,თუმცა არ ვნებდებოდით და ჩვენმა ამ თავდაუზოგავმაშრომამ   ბოლოს კარგ  შედეგზე გაგვიყვანა და გავხდით ნიკო კეცხოველის 2020 წლის გამარჯვრბულები.  მოვიპოვეთ 8000 ლარიანი პრიზი და ამ  ანხით დუისის საჯარო სკოლაში გავხსენით ეკო ჰაბი ოთახი,რომელსაც ახალგაზრდები აქტიურად იყენებენ და სხვადსხვა სახის აქტივობებს ახორციელებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში მონაწილეობა, შემდეგ ფინალში გადასვლა და ბოლოს – გამარჯვება. ეკოკლუბელებმა ამით დავამტკიცეთ, რომ სადღაც, საქართველოს მთიან ადგილას, ცხოვრობს ხალხი, რომელიც გაერთიანდა გარემოს დაცვის იდეის ირგვლივ და მათ ეს გამოუვიდათ. ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია პლანეტაზე ზრუნვა, ინტეგრირებული საზოგადოების ჩამოყალიბება, დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, საკუთარი თავის რეალიზება.

Comments