ვაინახთა ტრაგედია: ჩეჩნებისა და ინგუშების გენოციდი



   23 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩეჩნებისა და ინგუშების ისტორიაში. ეს თარიღი აისახა  არა მარტო  თავად დეპორტირებულთა მეხსიერებაზე, არამედ მთელ თემზე. ეს თემა დღესაც ისევე  მწვავედ ახსენდება მოსახლეობას, როგორც 1944 წელს.  ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემა გენოციდს გადარჩენილთა ისტორიები, საყვარელი ადამიანების დაკარგვისა და იმ მწარე ტკივილის შესახებ, რაც  განიცადეს დეპორტირებულებმა. 1944 წლის 23 თებერვალს შესრულებული სპეცოპერაცია იყო სასტიკი  გენოციდი, რომელმაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სხვადასხვა ცნობებით დეპორტაციამ ვაინახთა დაახლოებით 50%   შეიწირა.   დეპორტაციამ დიდი კვალი დატოვა დეპორტირებულ საზოგადოებაზე როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. 

  საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1920 წლის გაზაფხულზე, ჩეჩნეთ-ინგუშეთში მუდმივად ხდებოდა მცირე აჯანყებები, რადგან მოსახლეობა თავს მოტყუებულად  გრძნობდა. საბჭოთა ხელისუფლებამ  გააუქმ შარიათი მიუხედავად იმისა, რომ  დაჰპირდნენ მის შენარჩუნებას იმ ხალხებისთვის, რომლებიც ისლამმიმდევრები იყვნენ. აკრძალეს მთის კანონი - ადათ, თუმცა დაჰპირდნენ, რომ მის შესრულებას ხელს არ შეუშლიდა საბჭოთა ხელისუფლება. არაბული გრაფიკული  დამწერლობა  შეცვალეს ლათინურით, მოგვიანებით კი კირილიცა.  ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შენარჩუნებას  ეწინააღმდეგებოდნენ  და მთის ხალხისთვის ყველაზე მნიშვვნელოვანი ატრიბუტის, ხანჯლის,  ტარება აკრძალეს. დაპირებული მიწის ნაცვლად  ხალხის კოლმეურნეობაში ჩართვას ცდილობდნენ.გამოჩენილი რელიგიური მოღვაწეები დახვრიტეს, ათასობით დააპატიმრეს და გადაასახლეს. ამ ყველაფერმა რესპუბლიკის მაცხოვრებლები  საბჭოთა ხელისუფლების ახალი წესრიგის წინააღმდეგ განაწყო. დროდადრო რესპუბლიკის სხვადასხვა კუთხეში წარმოიშვა კონფლიქტები, რომლებიც შეიარაღებულ წინააღმდეგობაში გადაიზარდა. საბჭოთა ხელისუფლებისთვის მებრძოლი, მთის ხალხის დამორჩილება რთული ამოცანა იყო ამის გამო,   შედარებით ადვილი  და ხელსაყრელი გზა აირჩიეს - ხალხის გადასახლება.  

   სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 7 მარტის ბრძანებულებაში „ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გაუქმებისა და მისი ტერიტორიის ადმინისტრაციული სტრუქტურის შესახებ“  წეერია:

„სამამულო ომის დროს, კავკასიაში ნაცისტური ჯარების შემოსვლისას, ბევრმა ჩეჩენმა და ინგუშმა უღალატა სამშობლოს; გადავიდა ნაცისტი დამპყრობლების მხარეზე; შეუერთდა განდევნილ დივერსანტთა და დაზვერვის რაზმებს; გერმანელების ბრძანებით,  შექმნეს შეიარაღებული ბანდები, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად ... სსრკ -ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გადაწყვიტა:  ჩეჩენ- ინგუშეის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისევე როგორც მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ჩეჩენი და ინგუში,  გადასახლებულ იქნას სსრკ-ს სხვა რაიონებში და მოხდეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის  დაშლა.

 23 თებერვალს მოსახლეობას იძულებით დაატოვებინეს სამშობლო და გადაასახლეს ციმბირში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში.  7 მარს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ი საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა. მისი ტერიტორიები კი გადანაწილდა ჩრდილოეთ-ოსეთის ასსრ-ზე, დაღესტნის ასსრ-ზე, საქართველოს სსრ-ზე და სტავროპოლის რეგიონ-ზე. სტალინის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებაში, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ისტორიულმა  მეხსიერებამ, რადგან  საბჭოთა კავშირისთვის, როგორც დღეს რუსეთისთვის ჩეჩნები კონფლიქტური, თავხედი, თავისუფლების მოყვარე ხალხია, რომლის თანმიმდევრულ მოქმედებაში ეჭვი ეპარებათ.

 ფაქტია, რომ ეს ბრალდება უსაფუძვლო იყო, რადგან არ არსებობს რაიმე დამამტკიცებებლი საბუთი იმის შესახებ, რომ  ვაინახები იყვნენ მესამე რაიხის მოკავშირეები.  თუ ვინმეს კავშირი ჰქონდა ნაცისტებთან ეს იყო ინდივიდუალური შემთხვევები ან გარკვეული მცირე ჯგუფები, და არა  მთელი ერი. მართლაც იყო  „ბანდიტური ფორმირებები“, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა, ისევე როგორც სხვა ეროვნების ხალხების მიერ შექმნილი. მართლაც, ზოგიერთ ამ ბანდას ჰქონდა გეგმები გამხდარიყო მესამე რაიხის ნაწილი ან მისი მოკავშირე ყოფილიყო, მაგრამ შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ჩეჩენის განზრახვა იყო. შესაბამისად, ინდივიდუალური დანაშულის კოლექტიურ დანაშაულად წარმოჩენა და შემდეგ ამ „დანაშაულისთვის მოსახლეობის დახოცვა და თუნდაც გადასახლება წარმოადგენს კრიმინალსა და  დიდ საბჭოთა   ტერორს.

   1944 წლის 20 თებერვალს ლ.ბერია ი.სეროვთან, ბ.ქობულოვთან და ს.მამულოვთან ერთად ჩავიდა გროზნოში ოპერაციის პირადად ხელმძღვანელობისთვის. ოპერაციაში ჩართული იყო - სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი, სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრო |და კონტრდაზვერვა "სმერშის" 19 ათასამდე ოფიცერი და სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატიჯარების დაახლოებით 100 ათასი ოფიცერი და ჯარისკაცი. ოპერაცია 8 დღის განმავლობაში უნდა შესრულებულიყო.

  21 თებერვალს ლ.პ. ბერიამ გასცა ბრძანება: NKVD No00193 ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის შესახებ. ოპერაცია „ოსპი“ დაიწყო 1944 წლის 23 თებერვალს, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე, როდესაც რადიოთი გადაეცა  სასიგნალო კოდი „პანტერა“. დილის ექვს საათზე სამხედროებმა დაიწყეს სახლებზე კაკუნი და მეპატრონეების გაღვიძება. ხალხს ორი საათი მისცეს ჩალაგებისთვის. შემდეგ სატვირთო მანქანებით გადაიყვანეს უახლოეს რკინიგზის სადგურებში და ჩასვეს „მანქანებში“. ნებადართული იყო 500 კგ-მდე ბარგი ოჯახზე, მაგრამ  ნივთების უმეტესი ნაწილის  დატოვება მოუწიათ, რადგან თითოეულ ვაგონში 45 ადამიანი უნდა მოთავსებულიყო. „დევნილებს“პირუტყვი და მარცვლეული  ხელისუფლებისთვის უნდა გადაეცათ და სანაცვლოდ იგივე რაოდენობას პირდებოდა  ხელისუფლება ახალ საცხოვრებელ ადგილებში, მაგრამ ეს პირობა არ შესრულდა.

  გენერალ ბოჩკოვ ბერიას მოხსენებიდან ირკვევა, რომ მთლიანობაში 493,269 ადამიანი გაგზავნეს 65 ვაგონიანი 180 „სატირთო მანქანის“ მეშვეობით, საშუალოდ 2740 ადამიანი მოათავსეს თითო „მანქანაში“. გზად 56 ბავშვი დაიბადა და 1272 ადამიანი გარდაიცვალა, ძირითადად, გაციების ან ქრონიკული დაავადებების გამწვავების გამო. „გადატვირთულ  მანქანებში, სინათლისა და წყლის გარეშე, თითქმის ერთი თვის განმავლობაში მივუყვებოდით უცნობი მიმართულებით... მცირე  ხნიანი გაჩერებებისას  მატარებლის მახლობლად ყრუ,  მიტოვებულ ბორცვებზე ლოკომოტივის მიერ  გაჭვარტულ თოვლში დამარხეს მიცვალებულები  (მანქანისგან ხუთ მეტრზე დაშორება  ადგილზე ადგილზე სიკვდილს ნიშანვდა)...“ განაცხადა  ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონალური კომიტეტის განყოფილების ხელმძღვანელმა ხ. არაპიევმა.

  ხელსიუფლების სადამსჯელო ოპერაციების ფარგლებში დახოცეს შორეული მთაინი სოფლების მაცხოვრებლები და არა ტრანსპორტირებადი ავადმყოფები. გალანჩოის რაიონის რამდენიმე სოფელში 700 ადამიანი ცოცხლად  ამოწვეს. ჩებერლოევის რ-ნის მთიან სოფლებში  ხალხი "კაზენოი ამ-ის" ტბაში დაახრჩვეს. ურუს-მართანის რეგიონალურ ცენტრში ავადმყოფებს შხამიანი ინექციები გაუკეთეს, დახოცეს და საავადმყოფოს ეზოში დამარხეს. ითომ-ქალის რაიონში ხალხ სახლებში ჩაკეტეს და ყუმბარებით  აუფეთქეს საცხოვრებლები. მალხისტში გამოქვაბულებში დაცხრილეს მოსახლეობა. ნოჟავ იურთის რაიონში სიმინდის საცავებში და ნაშხოის სოფლის საჯინიბოში ცოცხლად ამოწვეს  და ა.შ. გადასახლებული ხალხი პირუტყვის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ  ვაგონებში  მოათავსეს და რამდენიმე დღით ატარეს სასმელ-საჭმლის გარეშე.  გადასახლების პირველ წლებში ორასი ათასი ჩეჩენი, (მთელი მოსახლეობის მესამედი), ოცდაათი ათასი ინგუში (დაახლ. მთელი მოსახლეობის ნახევარი) და ოცი ათასი ჩეჩენ-აქკინი (ორ მესამედზე მეტი) დაიღუპა.

  დეპორტაცია ამით არ დასრულებულა. 1945 წლის ბოლომდე მას ექვემდებარებოდნენ ჩეჩნები და ინგუშები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო დარჩნენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ცხოვრობდნენ მეზობელ რეგიონებსა და რესპუბლიკებში, იხდიდნენ სასჯელს ევროპული ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე გამოსასწორებელ კოლონიებსა და შრომით ბანაკებში.

  1944 წლის 8 მარტის ბრძანებულებით, დეპორტაციის 714 მონაწილე დაჯილდოვდა "სპეციალური დავალებების სანიმუშო შესრულებისთვის", მათ შორის სუვოროვის, კუტუზოვისა და წითელი დროშის სამხედრო ორდენებით.

  გადარჩენილი ხალხის სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1957 წელს რეჟიმმა კვლავ აღადგინა "ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა". ამავე წელს  200 ათასი გადასახლებული დაუბრუნდა საკუთარ სამშობლოს. დაახლოებით ხელმძღვანელობის დაგგმილზე 2.5-ჯერ მეტი. 1958 წელს გროზნოში ჩეჩენი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოვიდა რუსი  მოსახლეობა. 1960-1970-იან წლებში ხელისუფლების გადაწყვეტილებით მთის სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაასახლეს, რუსებით დასახლებულ, ნაურის  და შელკოვის რაიონებში. ეს მიზანმიმართული ქმედება მოსახლეობის ასიმილაციას ითვალისწინებდა. თუმცა, გადასახლებული ხალხი ამ რაიონებში დამკვიდრდა და იქ მცხოვრებმა რუსმა მოსახლეობამ თანდათანობით დატოვა ეს ტერიტორიები.

   საბჭოთა კავშირში ჩეჩნებს უცხოებად აღიქვამდნენ და სხვა ერებთან შედარებით ბევრად უფრო შეზღუდული და დისკრედიტებული იყო ჩეჩენი მოსახლეობა.  სამშობლოში დაბრუნების შემდეგ  ჩეჩნებსა და ინგუშებს არ გააჩნდათ რაიმე ქონება, მათ არ ჰქონდათ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლება და არ სარგებლბდნენ იმ უფლებებით, რითაც სხვა სსრკ-ის "მოქალაქეები". მაღალი თანამდებობების დაკავება ჩეჩენისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან ხელისუფლება არ ენდობოდა ეთნიკურად ჩეჩენ ხალხს. ჩეჩნეთში ხელისუფლებამ შემოიღო კომენდანტის საათი, მოსახლეობას ეპყრობოდნენ როგორც მტრებს.

Comments