დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე რუსეთ-უკრაინის ომში ჩეჩნების
ჩართვა აქტუალური
თემაა. ბოლო დღეებში სოციალურ
ქსელებში გავრცელდა სხვადასხვა ვიდეო მასალა, სადაც ასახულია ომისთვის მომზადებული ე.წ. „ჩეჩენი
მებრძოლები“. უკრაინაში
რუსეთის მხარეს მებრძოლი „კადიროველების“ ქმედებები არის პუტინისა
და მისი მომხრე ადგილობრივი
ხელისუფლების მასკარადა,
რომელიც ჩეჩენი ერის პრესტიჟის შელახვასა
და ჩეჩნეთის
ნეგატიურ კონტექსტში მოხსენებას ემსახურება.
ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულია ის
ფაქტია , რომ ჩეჩნები უკრაინაში
ორივე
მხარეს იბრძვიან.
ერთის
მხრივ, პრორუსული „კადიროველები“ და
მეორეს მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ
განწყობილი მებრძოლები, რომლებიც
უკრაინაში ოკუპირებული
იჩქერიას და ამავდროულად, იჩქერიაში
დაღვრილი სისხლისთვის შურისძიების საშუალებას ხედავენ. ნებისმიერი პატრიოტი
ჩეჩენისთვის წარმოუდგენელია
ის თუ როგორ
შეიძლება ჩეჩენი რუსეთს გვერდში დაუდგეს, მითუმეტეს თუ საქმე ომს
ეხება. ამიტომაც, უკრაინაში
საბრძოლველად საკუთარი ნებით წასული ნებისმიერი ჩეჩენი რუს ოკუპანტთთან არის
გათანაბრებული და არც ერთ
შემთხვევაში არ იმსახურებს ლოიალურობას.
თუმცა, საბრძოლველად
გაგზავნილ „კადიროველებთა“
რიგებშიც არიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებსაც გამოუალი მდგომარეობის გამო მოუწიათ საბრძოლველად წასვლა, რადგან შანტაჟს
ემსხვერპლნენ.
უკრაინის დაცვაში ჩეჩენი მოხალისეებისგან შემდგარი ორი სამშვიდობო ბატალიონი
მონაწილეობს. ესენია: ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისეთა სამშვიდობო ბატალიონი, ადამ ოსმაევის მეთაურობით
და შეიხ მანსურის სახელობის
ბატალიონი, მუსლიმ ჩებერლოევსკის მეთაურობით. ორივე დაჯგუფება ცნობილია
2014 წლიდან. ორივე ბატალიონი უსასყიდლოდ ეხმარება უკრაინას და სხვა ჩეჩნებსაც
მოუწოდებს უკრაინის დაცვისთვის გაერთიანებას
1990-იანი წლების შუა
პერიოდიდან დუდაევის მებრძოლები უკრაინას ერთგვარ სატრანზიტო ზონად იყენებდნენ. არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჭრილები საავადმყოფოებში
სამკურნალოდ გაგზავნეს, უკრაინაში რეკრუტირება ხდებ, გამოიყენეს უკრაინის ტერიტორია აღჭურვილობისა და იარაღის შესაძენად
და ტრანზიტისთვის. დუდაეველები
მჭიდროდ თანამშრომლობდნენ უკრაინელ მემარჯვენეე ნაციონალურ-პულიტიკურ ორგანიზაციებთან. ამ ორგანიზაციებმა ( УНА-УНСО და «Тризуба имени Степана Бандеры») 1995 წელს პირველებმა გაგზავნეს
თავიანთი მებრძოლთა
რაზმი, ალექსანდრე
მუზიჩკოს (საშკო ბილი) მეთაურობით გროზნოში,
ხოლო მეორე რაზმმა, „მარჯვენა სექტორის“ მომავალი ლიდერის * დიმიტრი იაროშის ხელმძღვანელობით, ჩეჩნებს დახმარება გაუწია საინფორმაციო სფეროში. ამ
ყველაფერმა საფუძველი ჩაუყარა, ყოფილ დუდაეველებსა და უკრაინელ ნაციონალისტებს
შორის, სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
ჯოხარ დუდაევის სახელობის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონი შეიქმნა 2014 წლის მარტში დანიაში.
მისი შექმნის ინიციატორი იყო სოციალურ-პოლიტიკური
მოძრაობა „თავისუფალი კავკასია“, რომელიც დაარსდა 2006 წელს. 2014 წლის 3 მარტს, „თავისუფალი
კავკასიის“ პრეზიდიუმმა გამოაცხადა ბატალიონის შექმნა, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის მიზნით. ბატალიონი, იჩქერიის პირვეი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის სახელს
ატარებს. საერთაშორისო
სამშვიდობო ბატალიონს ხელმძღვანელობდა ბრიგადის გენერალი ისა მუნაევი, რომელიც
ჩეჩნეთის პირველ ომში მეთაურობდა თავდასხმის
ბატალიონს, ხოლო მეორე ომში
იყო ჯერ გროზნოს სამხედრო
კომენდანტი, შემდეგ კი იჩქერიის სამხრეთ-დასავლეთის თავდაცვის სექტორის მეთაური. 2014 წლამდე ისა მუნაევი ცხოვრობდა
დანიაში, ლტოლვილის
სტატუსით და შემდეგ ჩავიდა
უკრაინაში, რათა შეექმნა დუდაევის
ბატალიონი. 2014 წლის 26 მარტს გამოცხადდა,
რომ ჯოხარ დუდაევის სახელობის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონის I ასეულს ალექსანდრე მუზიჩკოს (უკრაინული ევრომაიდანის ცნობილი ფიგურა, რომელიც ჩეჩნეთის ომში რუსეთის წინააღმდეგ
იბრძოდა ) სახელი დაერქმეოდა.
2014
წლის ომშიც იგივე რეალობა
იდგა, რასაც
დღს ვხედავთ. სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ კადიროველები, ხოლო მეორე მხარეს
იჩქერიელები. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარის
ჩეჩნები დიდ ბრძოლაში იყვნენ
ჩართული, აღმოსავლეთ უკრაინის ბრძოლის ველზე ფიქსირდებოდა ჩეჩენ
მხარეებს შორის კონფლიქტის
ელემენტი. 2014 წელს დონეცკში ყოფნისას
პრორუსული ბატალიონის ლიდერმა, აფთი
ბოლოტხანოვმა და მისმა გარემოცვამ
გაავრცელა ვიდეო, სადაც უკრაინაში ჩამოსვლის მიზეზს ასახელებს - დონეცკში იმისთვის
ჩავიდნენ, რათა ეპოვათ ისა
მუნაევი. კადიროველებს მისი ლიკვიდაცია სურდათ
კადიროვის გაკრიტიკებისა და მის მიმართ
შეურაცხმყოფელი ტონის გამოყენების გამო.
მართლაც, მუნაევი 2015 წლის თებერვალში მოკლეს დებალცევესთვის ბრძოლისას.კითხვაზე, იყო თუ არა
პასუხისმგებელი მუნაევის სიკვდილზე მათი ბატალიონი, ბოლოტხანოვმა
გაიღიმა და უპასუხა: "ის ალლაჰმა
წაიყვანა".
2015
წლის თებერვალში, მუნაევის გარდაცვალების შემდეგ, ჯოხარ დუდაევის ბატალიონის ახალი მეთაური გახდა ადამ ოსმაევი, ბრიტანეთში
განათლება მიღებული ჩეჩენი, რომელმაც ორი წელი გაატარა
ოდესის ციხეში ვლადიმერ პუტინის მკვლელობის შეთქმულების ბრალდებით. მისი თქმით, ბრალდება
შეთითხნილი იყო. ის ციხიდან
2013 წელს გაათავისუფლეს და განთავისუფლებისთანავე განაცხადა, რომ
„ერთ-ორ დღეში“ ფრონტის ხაზზე იქნებოდა. 2015 წელს მისი მეუღლე,
ამინა ოკუევა გახდა ქვედანაყოფის პრესმდივანი. ამინა ოკუევა იყო ჩეჩნური წარმოშობის
უკრაინელი ექიმი, სამოქალაქო აქტივისტი და სამხედრო. ასევე,
იყო 2014 წლის უკრაინის რევოლუციის
მონაწილე და
ბატალიონ "კიევ -2" -ის შემადგენლობაში მონაწილეობდა
საომარ მოქმედებებში აღმოსავლეთ უკრაინაში. ამინა ოკუევა აქტიურად იბრძოდა უკრაინის შსს-ს მიერ დუდაევის სახელობის ბატალიონისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებისთვის. ოკუევა კიევის ოლქის სოფელ გლევახასთან თავდასხმისას მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, 2017 წლის 30 ოქტომბერს. დივერსიული აქტის დროს
მათი მანქანა სარკინიგზო გადასასვლელზე ჩაცხრილეს. ადამ ოსმაევი ჭრილობების მიუხედავად გადარჩა.
2014
წლის 25 ოქტომბერს სოციალურ-პოლიტიკურმა მოძრაობამ „თავისუფალმა კავკასიამ“ გამოაცხადა შეიხ მანსურის საერთაშორისო
ბატალიონის შექმნა, რომლის ფორმირება უფრო ადრე დაიწყო
დანიაში, სადაც იჩქერიიდან დევნილი ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს. ბატალიონს ხელმძღვანელობს მუსლიმ ჩებერლოევსკი, ჩეჩნეთის
ომების ვეტერანი. ის იბრძოდა ჯერ სახალხო მობილიზაციის
ფარგლებში, ხოლო შემდეგ
მიწისქვეშა მოქმედ მებრძოლებთან
ერთად.
„ჩეჩნეთიდან
მაშინვე ჩამოვედი აქ, უკრაინაში, აქ
ვცხოვრობდი. აქედან ვაპირებდი ჩეჩნეთში დაბრუნებას. ოჯახი უკვე გაყვანილი მყავდა
და ვაპირებდი ბიჭებთან ერთად მომზადებას და ჩვენი
საქმის გასაგრძელებლად დაბრუნებას . მაგრამ ამ
გეგმების გადადება
მოგვიწია ... უკრაინაში, როგორც იუშჩენკოს დროს, ასევე იანუკოვიჩის
დროს, პოლიციელები და ოფიცრები აკავებდნენ
ჩვენიანებს შემდეგ კი ფსბ-თვის გადაცემა ხდებოდა
... დამალვა მომიწია. ცოტა ხნით წასვლაც
კი მომიწია. საზღვარი ფეხით გადავკვეთე და ევროპა მოვიარე.
ვიყავი: საფრანგეთში, ბელგიაში, ავსტრიაში, შვედეთში, პოლონეთში - და ყველგან ვხვდებოდი
ჩვენს თანამებრძოლებს, საველე მეთაურებს, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ ქვეყნებში. ჩვენ
დავგეგმეთ, რას გავაკეთებდით შემდეგში“
- ფრაგმენტი ინტერვიუდან.
(Observer, 2016)
მუსლიმ ჩებერლოევსკიმ საზღვარი 2014 წელს უკანონოდ გადაკვეთა
იმისთვის, რომ უკრაინის მხარეს
ბრძოლაში ჩართულიყი. ამ ფორმირებამ სწრაფად
გაითქვა სახელი
მედია სივრცეში,
განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც
შეიხ მანსურის ბატალიონმა თავის რიგებში მიიზიდა სირიაში სამხედრო ოპერაციებში გამოცდილების მქონე მებრძოლები. ”ჩვენი
სამი ბიჭი ჩამოვიდა აქ
სირიიდან, კიდევ თხუთმეტი ელოდება თურქეთში ... მათ სურდათ ჩემს
გზას გაჰყოლოდნენ, ახლავე შემოერთებოდნენ ჩვენს ბატალიონს, მაგრამ უკრაინელი მესაზღვრეები მათ არ უშვებენ“.
(The Daily Beast, 2015) ჩებერლოევსკი
სირიის ომში
მებრძოლების შეერთების წინააღმდეგი იყო
და თვლიდა,
რომ ჩეჩნებს
სირიის ნაცვლად უკრაინის
დასაცავად უნდა ებრძოლათ.
მისი აზრით, უკრაინის დაცა ჩეჩენების ვალდებულებაც
არის.
27
თებერვალს ადამ ოსმაევმა გაავრცელა
ორი ვიდეო, ჩეჩნურ და რუსულ ენებზე.
რუსულენოვან ვიდეოში მან განაცხადა, რომ
ჩეჩენი მოხალისეები უკრაინას რუსული აგრესიისგან ბოლომდე დაიცავენ.ოსმაევმა ასევე მიმართა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში მონაწილე ჩეჩნეთიდან ჩამოსული სამხედროების მშობლებს
და მოუწოდა მათ, რომ შვილები
დააბრუნონ უკან. მან ჩეჩნეთიდან ჩამოსული რუსი სამხედროების მშობლებს
შეახსენა, რომ მათი შვილები
ახლა იმ იმპერიის არმიაში
მსახურობენ, რომელმაც ჩეჩნების დიდი ნაწილი გაანადგურა:
„გახსოვთ, როგორ გადაასახლეს რუსეთის
იმპერიის ჯარებმა თქვენი წინაპრები ციმბირში ან დახოცეს
30-იან წლებში?
როგორ გრძნობთ თავს, როცა თქვენი
ვაჟები, როგორც რუსული არმიის ნაწილი, სხვა ადამიანების დასახოცად
მიდიან? გააჩერეთ თქვენი ბავშვები, ნუ გამოაგზავნით მათ
უკრაინაში. თუ თქვენ არ
შეაჩერებთ, უზენაესი შეაჩერებს მათ“.
მანამდე შეიხ მანსურის ბატალიონის
მეთაურმა მუსლიმ ჩებერლოევსკიმ განაცხადა, რომ ის და
მისი მებრძოლები დაიცავენ უკრაინას
რუსეთის აგრესიისგან და მოუწოდა ყველას,
ვისაც არ სურს რუსეთის პოლიტიკასთან
შეგუება ჩავიდეს
უკრაინაში.
რუსეთ-უკრაინის ომში ამჟამად ჩეჩნებით
დაკომპლექტებული ოთხი
ბატალიონი მონაწილეობს. ორი რუსეთის მხარეს
და ორი უკრაინის მხარეს.
ჩეჩნებს არ
აქვთ კონფლიქტი უკრაინელებთან, პირიქით,
ყოველთვის დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ. ამ
ომში რუსეთის მხარეზე ჩეჩნების ჩართვა ეწინააღმდეგება ჩეჩნეთის რესპუბლიკის და მისი ხალხის
ეროვნულ ინტერესებს. რუსეთისთვის მებრძოლი ჩეჩენი სამხედროები არ წარმოადგენენ ჩეჩნეთის
მოსახლეობას, ისინი
წარმოადგენენ რუსეთს და
კრემლის რეჟიმს.
Comments
Post a Comment