კავკასიური პოეზიის ფესტივალი

 


   ანაკლია  კავკასიური პოეზიის რიგით მეოთხე ფესტივალს „ანაკლია 2022-ს“  უმასპინძლ. ფესტივალი 29 სექტემბერს დაიწყო და 1 ოქტომბერს დაიხურაღონისძიებ    ჩერქეზული კულტურის ცენტრისა (თბილისი) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. კავკასიური პოეზიის ფესტივალი პირველად ჩატარდა 2017 წელს და იგეგმებოდა  ყოველწლიური ფესტივალის ჩატარების ტრადიციის დამკვიდრება, მაგრამ პანდემიის გამო ვერ მოხერხდა  2020 და 2021 წლებში ფესტივალის ორგანიზება.

   ანაკლია სიმბოლურად შეირჩა, რადგან  მეცხრამეტე საუკუნეში იქ იძულებით გადაადგიდებოდნენ რუსეთ-კავკასიის ომის შედეგად დაზარალებული  კავკასიელი ხალხები.

  ფესტივალის გახსნას დაესწრ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ფესტივალში მონაწილეობდნენ: პოეტები, მწერლები, მუსიკოსები და სპეციალური სტუმრები დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, აფხაზეთიდან, ინგუშეთიდან, იორდანიიდან, თურქეთიდან და აშშ-დან.


   სტუმრებმა   წარმოადგინეს თავიანთ ორიგინალურ ნაწარმოებებ მშობლიურ ენებზე, ასევე ლექსების თარგმანებ კავკასიის ხალხების სხვა ენებზე. შეხვედრებზე ასევე მოხდ ახალი ლიტერატურული პუბლიკაციების პრეზენტაცია.  სტუმრებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ გაცნობოდნენ სხვადასხვა კავკასიელი ხალხების ტრადიციასა და კულტურას.

   პოლიტიკური გარემოებების მიუხედავად მსგავსი შეხვედრები აუცილებლად უნდა იმართებოდეს. მსგავს პროექტებს უნდა ჰქონდეთ გაგრძელება, რადგან  მშვიდობა ბევრად არის დამოკიდებული კავკასიელების ინტეგრაციასა და ურთიერთდამოკიდებულებაზე.


Comments