ფშაურ მოტივებზე


  
   ფშავლები ოდითგანვე მთის ხალხ ვიყავით. მაგრამ ნელ-ნელა დაგვიწყავ ბარში ჩამოსვლა. პირდაპირ ბარში არ ჩამოვსულვართ. მე როგორც ვიცი, პირველად ხადორში დასახლებულან ჩემ წინაპრები. ერთად შეუქმნავთ დიდი სოფელი. ბევრი ჭირი და ცოტა ლხინი გადაუტანავთ, მაგრამ იქიდან არ აყრილან... 

  მათ შვილ-შვილიშვილებს კი აღარ უცხოვრია ბევრს ხადორში. ოცდამეერთე საუკუნეაო, გაუგიათ და ქალაქში წასულან. მაგრამ სოფელშიც დარჩენილა რამდენიმე ოჯახი. ხადორში უფრო მეტი ნასახლარია ვიდრე სახლი. დაცლილი, მიჩუმებული. ზამთარში ერთი ან ორი სახლიდან ამოდის კვამლი, აღარ ისმის დოლ-გარმუნის ხმა, „ნაწიფნრაში“ აღარ თამაშობენ ბავშვები. მთავრობას უთქვამს: ,,ორ ჯოხიან ბებრის გამო ხადორს სოფელს ვერ დავარქმევთო“. 

  მახსოვს, ერთხელ ერთ ბებოს შევხვდი, ელო წიწუაშვილს. თვალები ისეთი კეთილი და დარდიანი ჰქონდა, რომ ადვილი იყო, მთელი ხადორის სევდის დანახვა. მას ერთი ნატვრაღა დარჩენოდა გულში, ხადორში კიდევ ენახა ნეფე-პატარძლის ცეკვა-თამაში.


Comments