“თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო“ - რატომ უნდა ესტუმრო პანკისს


  თუნდაც იმიტომ, რომ ეს საქართველოა.პანკისი საქართველოს ერთერთი ულამაზესი კუთხეა. 

 ხალხს ეს ადგილი კონფლიქტური და საშიში ჰგონია . არსებობს ტაბუდადებული ადგილები,სადაც წასვლაზე კი არა ლაპარაკსაც ერიდებიან. სახიფათოდ მიაჩნიათ.პანკისიც ერთ-ერთია ამ სიაში. ეს არის კუთხე,რომელიც არა მარტო საქართველოს,არამედ ხშირად მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.მისი ხსენება ადამიანებისთვის ხან შიშთან ასოცირდება, ხან სილამაზესთან. ხომ გსმენიათ გამონათქვამი გაგონილს ნანახი და გასინჯული სჯობსო. 

 პანკისში სტუმრობის შემთხვევაში შეგიძლიათ ფიზიკური,ემოციური,სულიერი,პროფესიული და სამსახურეობრივი მოვალეობისგან დასვენება. პანკისს,რომ ესტუმრო მხოლოდ სურვილი საკმარისია.პანკისი ძალიან საინტერესოა თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით და ლამაზი ბუნებით.ეს არის ულამაზესი ადგილი. პანკისი არის ადგილი სადაც გამორჩეული სტუმართმოყვარეობა იციან. სადაც ცხოვრობს ძალიან კარგი, პატიოსანი მეგობრული და თავმდაბალი ხალხი,სარწმუნეობის და ისტორიული წარსულის ერთგული, რომელსაც ხელუხლებელი ტრადიცია და მრავალწლოვანი კულტურა აქვთ. პანკისში მკაცრად იცავენ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას.ეს არის ადგილი, სადაც სტუმრის დანახვა უხარიათ.სადაც გაშლილი ხელით და სუფთა გულით იღებენ სტუმარს. აქ ხალხის თვალებში მხოლოდ სიკეთის და სტუმართმოყვარების მეტს არაფერს დაინახავთ. 

 ბუნებაში დასვენება ვისაც უნდა იდეალური ადგილია. პანკისში ყველაფერია ვისაც ლაშქრობა უყვარს. პანკისში საოჯახო სასტუმროები გაგიმასსპინძლდებათ უგემრიელესი ქისტური სამზარეულოთი.საცხენოსნო ტურით კი, პანკისის ულამაზეს მთებში გაისეირნებთ. ასევე არის გასტრონომიული და ველოტურები. თექის სახელოსნოში კი, ძირითადად კახურ და სვანურ ქუდებს ამზადებენ,ასევე სხვადასხვა სახის სუვენირებსაც. 

 პანკისის ხეობის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ღირსშესანიშნაობა ბაწარას ნაკრძალია,სადაც უთხოვარი ხეების მსოფლიოში უდიდესი ნარგაობაა. მის დათვალიერებისას თვით ბუნების მიერ შექმნილ არაჩვეულებრივ სილამაზესაც ნახავთ. არის ასევე ხადორის ულამაზესი ჩანჩქერი, თორღვა პანკელის ციხე, მეჩეთები.კვირაცხოვლობის ეკლესია, ეთნოგრაფიული მუზეუმი. პანკისში არის მე-XVI საუკუნეში აგებული ბალთაგორის კოშკი, საიდანაც საინტერესო და ულამაზესი ხედები იშლება. აქედან შესანიშნავად მოჩანს პანკისის ხეობა და მისი სოფლები. 

საქართველოს ულამაზესი კუთხე პანკისის ხეობა და აქ მცხოვრები ხალხის ისტორია და კულტურა ვისაც აინტერესებს, შეუძლია გულის ფრიალის და მუხლების კაკანკალის გარეშე ესტუმროს პანკისს. 

ნათქვამია“თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო“.


Comments