XXI საუკუნე-ისტორიის გამეორება თუ ახალი გამოწვევების ეპოქა?

                                                               


    

სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მუდმივად იცვლება. დროთა სვლა ახალ-ახალ გამოწვევებს გვიმზადებს. თითოეული ეპოქა მისთვის დამახასიათებელ მოვლენას ინახავს. მოვლენა, რომელიც თავისი მნიშვნელობით რჩება ისტორიას და ასე გადაეცემა თაობიდან თაობას. ადამიანები, უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე, მრავალი სიახლის წინაშე აღმოჩნდებიან. სიახლემ კი შეიძლება მოიცვას ნებისმიერი ფაქტორი, დაკავშირებული ჩვენს მშვიდობასა და კეთილდღეობასთან, თუ არეულობასა და ტკივილთან. 
კაცის ცხოვრებას ეპოქა განაპირობებს“. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, როდის და სად დავიბადეთ, რადგან გარემოცვა ჩვენს ცხოვრებას, აწმყოს, მომავალს განსაზღვრავს. 
             თუ დავუკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ნებისმიერი საუკუნე რაღაც სამახსოვრო ნიშანს, მახასიათებელს გვიტოვებს. ჩვენ კი ამ ნიშნებზე მსჯელობით ვიხსენებთ წარსულს და ვადარებთ ახლანდელ დროს. 
21- საუკუნემ, რომელსაც ადამიანის ინტელექტის ზეიმი შეიძლება ვუწოდოთ, დაგვაყენა ისეთი ფაქტების წინაშე, იმდენად განვითარებული მსოფლიო შექმნა, რომ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. საინტერესოა, როცა ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ნებისმიერი სირთულის გადალახვის შესაძლებლობას ვხედავთ, რამ შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს ადამიანთა წინსვლას, მათ ოცნებებსა თუ მიზნებს? რა გახდა ის, რამაც კაცობრიობა ერთგვარად შეაჩერა?
2020 წელს, ალბათ, ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებული უნდა მოეტანა, თუმცა სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით: შეიქმნა უპრეცენდენტო გარემო, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდა ადამიანი და სენი(კოვიდ-19). ადამიანებს არაერთი მიზანი დარჩათ განუხორციელებელი. ბევრი ჩვენგანი დაემშვიდობა იმ სფეროს, საიდანაც სიამოვნებას ვიღებდით, ჩვენ იძულებულნი გავხდით მიგვეტოვებინა საყვარელი საქმე.
არაერთი მოსაზრება, ფაქტი თუ ვარაუდი იწერება მსოფლიოში არსებული ეპიდემიური დაავადების შესახებ, თუმცა ერთი რამ ცხადია, ის დედამიწისთვის სრულიადაც არ წარმოადგენს სიახლეს, რადგან ამგვარი ვითარება გასულ საუკუნეებშიც შეინიშნებოდა. 
წიგნში, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, ვაწყდებით იმ მონაკვეთს, როდესაც ქართულ მიწაზე იფეთქაჟამიანობამ“. დღეს, 21- საუკუნეში, წარმოგვიდგა მე-11 საუკუნის გაცოცხლებული სურათი, სადაც ადამიანები ასრულებენ მსხვერპლის როლს. 
შევეხოთ მე-14 საუკუნეს, როდესაც ეპიდემიამშავი ჭირი“, უზარმაზარი ტერიტორიები მოიცვა და თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მილიონობით ადამიანი შეიწირა. 
ახლა კი გადმოვიდეთ მე-19 საუკუნეში, რომელიც აღინიშნებოდა გადამდები დაავადების სიმწვავით, სახელწოდებითქოლერა“. ეპიდემიამ ექვსჯერ შემოუტია კაცობრიობას და ამ კუთხით დიდი დაღი დაასვა მათ ცხოვრებას მეოცე საუკუნის 20-იან წლებამდე. 
ამგვარად, კითხვაზე, 21- საუკუნე ისტორიის გამეორებაა თუ ახალი გამოწვევების ეპოქა, შეიძლება ვუპასუხოთ ამგვარად: ამ ეპოქამ გვიჩვენა როგორც ისტორიის განმეორებითობა, ასევე დაგვაყენა ახალი გამოწვევების წინაშე. არსებულმა სირთულეებმა საჭირო გახადა ინდივიდის შეუჩერებელი ბრძოლა და შეჭიდება დაბრკოლებებთან, რომლებიც გამოიწვია პანდემიამ. მან კი თავი იჩინა საუკუნეების განმავლობაში.


Comments