მუხმად მუთოშვილი - სერთიფიცირებული საცხენოსნო გამყოლი.


გამარჯობა, მე ვარ მუხმად მუთოშვილი 24 წლის, პანკისი ხეობიდან.  ვარ სერთიფიცირებული საცხენოსნო გამყოლი.

ყოველთვის მაინტერესებდა ტურიზმი  და ცხენებისადმი სიყვარულიც ბავშვობიდან მაქვს, შესაბამისად ამ ყველაფერმა  დიდი როლი ითამაშა ჩემს შემდგომ გადაწყვეტილებები.     

ამჟამად ხეობაში  ჩამოსულ დამსვენებლებს ვთავაზობ საცხენოსნო ტურებს პანკისის ხეობაში,  თუშეთშსა  და ხევსურეთში. თავიდან გავიარე  საცხენოსნო გამყოლის ტრენინგები  USAID ზრდას დახმარებით ,  შემდგომ  კი პრაქტიკულ კურსებს  საფრანგეთში დავესწარი.  ასევე USAID-ის მხარდაჭერით შევიძინე ყველა საჭირო ნივთი და აქსესუარი, რომელიც მჭირდებოდა ჩემს საქმიანობაში.გარდა საცხენოსნო ტურებისა, დამსვენებლებს  დამატებით ვთავაზობ ველოტურებს და ასევე გაქირავებაში მაქვს  სალაშქრო აღჭურვილობა და ველოსიპედები.

 მთლიან ხეობაში სულ სამი გიდი ვართ, ვინც საცხენოსნო ტურებს ვაწყობთ. ამ შემთხვევაში გააჩნია მსურველების რაოდენობას, უფრო ხშირად მარტო მიწევს გასვლა და არის მომენტები, როცა მარტო ვერ უმკლავდები ტურს და  ამ დროს ჩემი მეგობრებს დახმარება მჭირდება ხოლმე.

მარტივი საქმე ნამდვილად არ არის...              საპასუხისმგებლოა, ძალიან დიდი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს გამყოლებს. ვინც ჩამოდის ხეობაში და სარგებლობს ჩვენი შეთავაზებით ძალიან კმაყოფილი ბრუნდება უკან.

ახალგაზრდებს ვურჩევ  პირველ რიგში იმ საქმეს მოკიდონ ხელი, რომელიც უყვართ  და  ყველაზე კარგად გამოსდით. მთავარია წამოწყყებაა, პირველი ნაბიჯის გადადგმა  და  მერე უკვე თავისით დალაგდება  ყველაფერი.

Comments