განსხვავებული რელიგიური შეხედულებები პანკისში

 პანკისში მოასახლეობა ორ კატეგორიოად იყოფა - მეტად ტრადიციული, ვიდრე რელიგიური და უფრო რელიგიური, ვიდრე ტრადიციული.  ხალხის ის ნაწილი, რომელიც ტრადიციასა და ეროვნული იდენტობის საკითხს რელიგიაზე წინ აყენებს  ტრადიციული ისლამის, სუფიზმის მიმდევრები არიან. ხალხის ის ნაწილი, რომელიც  რელიგიას მეტ მნიშვნელობას ანიჭებს და  ეთნიკურობას მეორე ხარისხოვნად მიიჩნევს სალაფიტური ისლამის მიმდევრები არიან. მათი კონფლიქტის საფუძველი ტრადიციისა და რელიგიის შეჯახებაა. სალაფიტური ისლამის მიმდევრები მიუღებლად მიიჩნვენ ყველა იმ ტრადიციას, რაც  რელიგიასთან წინააღმდეგობაშია და პირიქით, ტრადიციული ისლამის მიმდევრები არ აღიარებენ იმ  რელიგიურ ვალდებულებებს, რომლებიც ტრადიციასთან შეუთავსებადია. დღესდღეობით, ხეობაში სალაფიტური ისლამის მიმდევრები ბევრად
ჭარბობენ, სუფიზმის მიმდევრებს,  აქედან გამომდინარე  შეიძლება ითქვას,  რომ ტრადიციულმა ისლამმა ვერ გაუძლო სალაფიტური ისლამის  ძლიერ მუხტს, რომელიც  შეუმჩნევლად შემოვიდა პანკისში, რასაც ვერ ვიტყვით მის გავრცელებაზე, რადგან  შესამჩნევად სწრაფად გავრცელდა მოსახლეობაში. ეს მოსახლების ყოველდღიურ ცხოვრებაში მკაფიოდ შესამჩნელი გახდა. შეიცვალა მოსახლეობის ცხოვრების წესი, ჩაცმის სტილი, მნიშვნელოვანი დღესასწაულების, დაკრძალვისა თუ  სხვა მნიშვნელოვანი ცერემონიების ჩატარების წესი და ა.შ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეს ცვლილებები ყველას არ შეხებია და ჯერ კიდევ არის ხეობაში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც წინაპრების  ადათ-წესებს ისევ უცვლელად მისდევს. 

პანკისი  ადრეულ წლებში ტრადიციული ისლამის  მიმდევრებით იყო დასახლებული.  XXI საუკუნის დასაწყისში დაიწყო რელიგიური განათლების მიღების მიზნით ახალგაზრდების, ძირითადად ბიჭების, გადინება არაბულ ქვეყნებში.  იქ განათლებული ახალგაზრდები დაბრუნდნენ სამშობლოში და  დაიწყეს  პანკისისთვის ისლამის უცხო მიმდევრობის ქადაგება.  ადგილობრივებისთვის სალაფიტური ისლამი თავიდან მიუღებელი იყო და უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ, განსაკუთრებით უხუცესები უყურებდნენ ეჭვის თვალით. თუმცა, დროთა განმავლობაში  სალაფიტური ისლამი პოპულარული გახდა ხეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მალევე ახალგაზრდების დიდი ნაწილი თავს სალაფიტური ისლამის მიმდევრად აღიქვამდა. ამავდროულად,  ხეობაში არსებობას განაგრძობდა ტრადიციული ისლამი და საკმაოდ უარყოფითად იყო განწობილი სალაფიტური ისლამის მიმართ, როგორც სალაფიტური ისლამი ტრადიციული ისლამის მიმართ. ეს დამოკიდებულება დღესაც არ შეცვლილა, თუმცა შედარებით ჩაწყნარდა ყოველდღიური კამათი რელიგიური საკითხების ირგვლივ . 

მოსახლეობის ამგვარ გაყოფას ნაწილობრივ, ნებსით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს მთავრობის არასწორი, დისკრიმინაციული პოლიტიკა რელიგიური ჯგუფების მიმართ.  სხვადასხვა პროექტებისა თუ აქტივობების სახით სახელმწიფო ტრადიციული ისლამის მიმდევრების სოციალურ თუ პოლიტიკურ სფეროებში ჩართვას, მათ გაძლიერებასა და  აქტუალურ  საკითხებში მათი ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს, ხოლო სალაფიტური ისლამის მიმდევრები სახელმწიფოსთვის მეორეხარისხოვანი  ან უმნიშვნელოა, ფაქტობრივად, არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ განხორციელებულა მათი მონაწილეობით.  ამგვარი,  ბუნდოვანი დამოკიდებულება კი ბადებს სხვა პრობლემებს სახელმწიფოსა და რელიგიურ ჯგუფებს შორის. სალაფიტურ თემსა და სახელმწიფოს შორის „ხიდია ჩატეხილი“. წესით,  ამ „ხიდის“ აღსადგენად სახელმწიფო ინსტიტუტები ძალისხმევას არ უნდა იშურებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით რაიმე სახის აქტივობა არ შეიმჩნევა. 

საქართველოს ყველა მთავრობისთვის დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან მოყოლებული პანკისი აქტუალური თემაა. პანკისი  ყოველთვის ხდებოდა  პოლიტიკური დაძაბულობის  სამიზნე ისეთ სიტუაციებში, როცა მთავრობას ან გავლენიან პირებს საქრთველოში არეულობის მოწყობა სჭირდებოდათ იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პრობლემებიდან   მოსახლეობის ყურადღების გადატანა მომხდარიყო. დღესაც არ შეცვლილა ეს პოლიტიკა, სამწუხაროდ, პანკისში  მსგავსმა შემთხვევბმა სისტემური ხასიათი მიიღო.  ხეობაში  მიმდინარე მოვლენების ისტორიას თუ გადავხედავთ  ხშირად ჩნდება  შთაბეჭდილება, რომ ხეობაში მოქმედებს მესამე ძალა, რომელიც მოსახლეობის  გაყოფითა და შუღლის გაღვივებით ცდილობს გარკვეული დივიდენდების მიღებას,  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,   „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით მოქმედებს.  სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება  განსხვავებული რელიგიური შეხედულებები, რადგან ეს ყველა  დროის გამოცდილი და მომგებიანი  პოლიტიკაა მოსახლეობის  დასაპირისპირებლად და შემდეგ მიზნების მარტივად მისაღწევად. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ხეობაში საკმაოდ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს - გამოჩნდნენ ისლამის განსხვავებული მიმდევრობის მქადაგებლებიც და როგორც ჩანს, ამავდროულად, მიმდინარეობს სალაფიტური ისლამის მიმდევრების გახლეჩაც.  

განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო მრავალი უთანხმოების მიუხედავად, ხეობაში რელიგიურ ნიადაგზე წამოჭრილ  კონფლიქტს  ფართო მასშტაბები არ მიუღია. ეს განაპირობა, ერთის მხრივ, ჩეჩენი ხალხის მენტალობამ, რაც უხუცესების პატივისცემას მოიცავს   და მეორეს მხრივ, მოსახლეობის  საკმაოდ მაღალმა მზაობამ იმისთვის, რომ მშვიდობიანად თანაცხოვრება განაგრძოს. ყოფით ნიადაგზე მომხდარი ინციდენტებს ორივე მხარის ნდობით აღჭურვილი პირები  ყოველთის ერთად, საბოლოო კონსესუსამდე განიხილავენ  და ერთიანი ძალებით ესკალაციის საფრთხის აღმოფხვრას უწყობენ ხელს.



Comments