უხუცესთა საბჭო და მისი საქმიანობა




ვაინახებში უხუცესები დიდი პატივისცემით სარგებლობენ, მათი რიტუალური
თაყვანისცემა მჭიდროდაა დაკავშირებული წინაპართა კულტთან. სოფლის
უხუცესები იყვნენ საბოლოო არბიტრები ყველა საკითხში. უფროსებისადმი
მორჩილება იყო ქცევის კოდექსის ერთ-ერთი სავალდებულო წესი და მისი დარღვევა
განიხილებოდა სერიოზულ დანაშაულად და ყოველთვის იყო დაგმობილი. უფროსებს
ყოველთვის ჰქონდათ დიდი პრივილეგიები. მათი საუბრის შეწყვეტა ან ჩარევა
უხამს საქციელად ითვლებოდა, აქედან აიხსნება ის, თუ რატომ არ შედიან ამ
ორგანოში ახალგარზრდები, მათ გაწევრიანებას უბრალოდ აზრი არ ჰქონდა, რადგან
უფროსების საუბარში  ჩართვას არ იკადრებდნენ.
უხუცესთა საბჭო არის ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე, პატივცემული,
უხფროსი თაობის წარმომადგენლებისგან შემდგარი კოლეგია, რომლის მთავარი
დანიშნულება არის თემის ცხოვრებისეული კონფლიქტური სიტუაციების განხილვა
და მათი მოგვარება, როგორც წესი, ეს ხდება საბჭოს წევრების მიერ დანიშნულ
შეკრებებზე. უხუცესთა საბჭოს დიდი როლი აქვს ჩეჩნების და მათ შორის პანკისელი
ჩეჩნების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ისტორიულად, ჩეჩნები მომთაბარე ხალხი იყო
ამიტომაც არ გააჩნდა დაწერილი კონსტიტუცია ან სადამსჯელო ინსტიტუტები,
როგორიცაა პოლიცია ან სასამართლო. ამ საქმეს უხუცესთა საბჭო კისრულობდა. ეს
ორგანო განიხილავდა ნებისმიერი სახის დავას თუ დანაშაულს (მკვლელობას,
ქურდობას, ოჯახური ძალადობას თუ სხვ) კონსესუსის მიღწევმადე და სასჯელსაც
თავადვე აკისრებდა . უხუცესთა საბჭო ჩვეულებისამებრ განიხილავს ნებისმიერ
დავას, როგორიცაა ქურდობა ან მკვლელობა. საბჭო თავისი რიგებიდან ირჩევს ორ
ადვოკატს, რომლებიც წარმოადგენენ დავის თითოეულ მხარეს საქმის
განსახილველად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავაში ოფიციალური სასამართლოა
ჩართული, ის მაინც არ ჩაითვლება მოგვარებულად მანამ, სანამ ტრადიციული
სასამართლო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რაც ჩვეულებრივ ნიშნავს
ორივე მხარის შერიგებას ან ერთ-ერთი მხარის მიერ სასჯელის დაკისრებას,
მაგალითად, დაზარალებულისთვის გადასახდელი ჯარიმის ფორმა. ასე საბოლოოდ
წყდება საკითხები.
უხუცესთა საბჭო არის დემოკრატიულად არჩეული ორგანო, რომლის წევრებსაც
ტრადიციულად, სპეციალურად გამართულ საჯარო შეკრებაზე ირჩევენ. ასევე

ირჩევენ საბჭოს ხელმძღვანელს. ამ ორგანოს უაღრესად დიდი გავლენა ჰქონდა
ჩეჩნების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რადგან ვაინახებში წესრიგზე პასუხისმგებელი
სწორედ ეს ორგანო იყო. უხუცესთა საბჭოს ხეობაში მიმდინარე პროცესებზე
ყოველთვის გადამწყვეტი როლი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს არ აქვს
ოფიციალური აღიარება, ის მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოდ.
მის ფუნქციებში შედის: საზოგადოებისთვის აქტუალურ პროცესებში მონაწილეობა,
კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება, სხვადასხვა დღესასწაულებისა თუ
რიტუალების წესების დადგენა ისე, რომ წინაპართა წეს-ჩვეულებებთან
შესაბამისობაში იყოს, საბჭო განიხილავს თემის ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს -
მავნე ტრადიციების . ამ ყველაფერს საბჭო არეგულირებს. არსებობს ცალკე კანონი,
რომელიც საბჭოს მიერ არის რეგულირებული, როგორც წესი ეს კანონი ეფუძნება
სამოქალაქო დიპლომატიას და არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, პირიქით,
ხეობაში მის გაძლიერებას უწყობს ხელს. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიჰყვება
საბჭოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს, რადგან საბჭო ცდილობს შეინარჩუნოს ის
ტრადიციები, რომლებიც ვაინახებს განასხვავებს დანარჩენი ხალხებისგან.
უხუცესთა საბჭოს საქმიანობამ მოსახლეობას დიდი სარგებელი მოუტანა . საბჭომ
მნიშვნელოვან როლი შეასრულა ხეობისა და ხელისუფლების ურთიერთობებში.
უხუცესების მეშვეობით წამოიწყო დიალოგი ხელისუფლებასთან, თამამად შეიძლება
ითქვას, რომ მედიატორის როლის შესრულებით უხუცესთა საბჭომ გააუმჯობესა
პანკისისა და ხელისუფლების ურთიერთანამშრომლობა. ის აქტიურად
მონაწილეობდა ეთნიკური ქისტების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის
პროცესში, ქისტებსა და ქართველებს შორის მეგობრული ურთიერთობის
განმტკიცებაში. უხუცესთა საბჭოს წევრები ჩართული იყვნენ ხეობაში ჩატარებულ
ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა: საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული,
გარემოსდაცვითი ღონისძიებები. ასეთი თანამშრომლობის შედეგად, ხეობისთვის
აქტუალური ბევრი საკითხი მოგვარდა. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ის ფაქტი, რომ
უხუცესების მუდმივი ჩართულობის წყალობით პანკისს მიენიჭა „მთიანი რეგიონის“
ოფიციალური სტატუსი, რაც მოსახლეობას აძლევს საგადასახადო შეღავათებსა და
სხვა პრივილეგიებს მაგალითად, უმაღლეს საგანმაათლებლო დაწესებულებაში
ჩარიცხული 15 სტუდენტის დაფინანსება. უხუცესებმა საბოლოოდ აღმოფხვრეს
დაქორწინების მიზნით გოგოების გატაცება, რაც ნამდვილად დიდი პრობლემა იყო
მთელი ხეობისთვის. ეს საბჭომ ბიჭის ოჯახისთვის მაღალი ფულადი გადასახადის
დაკისრებით მოახერხა.
მიუხედავად იმისა, რომ უხუცესთა საბჭოს, ბოლო წლებში, გამოუჩნდა კონკურენტი
ორგანოები, ის მაინც არ კარგავს აქტუალურობას და უხუცესთა საბჭოს მიერ არის
წარმოებული ხეობის ოფიციალური პოლიტიკა, ფაქტობრივად, ყველა საკითხში.












Comments