რუსეთის ჩეჩნური პოლიტიკის ისტორიული ეტაპები

 


  ჩეჩნეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიას წარმოადგენდა , რასაც  რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა.    ჩეჩნეთი მდიდარი იყო ბუნებრუვი რესურსებით, განსაკუთრებით: წყლებით, მდიდარი მთის საძოვრებით,  ხშირი ტყეებით და  სხვა.  ჩრდ. კავკასიის სხვა რეგიონებთან და   სამხრეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი გზები გადიოდა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე (არგუნის გავლით) , რაც ჩეჩნეთს სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენდა."... და  მხოლოდ ჩეჩნეთის დაპყრობის შემდეგ იყო შესაძლებელი დამორჩილება და მშვიდობიანი სამოქალაქო ცხოვრების იძულება მთის ხალხებში ... ” (ვ.ა. პოტო), როგორც ისტორიკოსმა პოტომ აღნიშნა,  ჩეჩნეთის  დაპყრობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთისთვის. ჩრდ. კავკასიაში ჩეჩნეთს დიდი გავლენა ჰქოდა, რადგან იყო ერთ-ერთი  ძლიერი რეგიონი.

 XVI საუკუნიდან რუსეთი, ირანი(სეფიანთა დინასტია) და თურქეთი (ოსმალეთი) ცდილობდნენ ჩრდ კავკასიაში საკუთარი გავლენის გაფართოებას. აქ ამ დიდი იმპერიების ინტერესები შეეჯახა. XVIII საუკუნისთვის  ამ  იმპერიებს კავკასიაში  საკუთარი გავლენები აქვთ. თურქეთი შავი ზღვის სანაპიროზე და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებშია გამყარებული. რუსეთი ჩღდილო-აღმოსავლეთ  კავკასიაში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს.ირანს დერბენდის ჩრდილოეთით მდებარე სათავადოებში ჰყავდა  ერთგული ადგილობრივი მმართველები. ასტრახანის  დაპყრობის და ოქროს ურდოს   განადგურების შემდეგ  რუსეთმა დაიწყო კავკასიით დაინტერესება. 1561 წელს ივანე IV მრისხანე დაქორწინდა ძლიერი   ყაბარდოელი თავადის თემრუქის  შვილზე. ეს იყო გარკვეულწილად ივანე მეოთხის პოლიტიკის ნაწილი, რადგან  ემსახურებოდა  თავადებთან კარგი ურთიერთობის დამყარებასა და გავლენის გაფართოებას რეგიონში.  თურქებთან და ირანელებთან მტრული დამოკიდებულების გამო  ბევრმა თავადმა, მათ შორის, ჩეჩნებმაც რუსეთის მხარე დაიჭირეს და 1587 წელს  თერგთან ციხე სიმაგრის  აშენების ნება დართეს.  პირველი ჩეჩენი ელჩი შიხ-მურზა 1588 წელს ეახლა სამეფო კარს. მეფე ბორის გოდუნოვმა სცადა ჩრდ. კავკასიაში განმტკიცება , მაგრამ 1605  წელს მისი ჯარი დაამარცხა ჩრდ. კავკასიელთა და ოტომანთა  გაერთიანებულმა ძალებმა.

  რუსეთის იმპერატორმა პეტრე I (1682-1725)  განიზრახა ჩრდ. კავკასიის სრული კოლონიზაცია და იქ მცხოვრები ხალხების დამორჩილების მიზნით მათ ტერიტორიეზე ქრისტიანი კაზაკების ჩასახლება. შემდგომ პეტრე პირველს   ბუნებრივი რესურსების გამოყონების სრული თავისუფლება ექნებოდა. 1707 წელს ასტრახანის გენერალ-ადმირალი აპრაკსინი ჩავიდა სამხრეთში სალაშქროდ. აპრაკსინი  ჩეჩენ აულში ვაინახურ ტომებთან  ბრძოლაში დამარცხდა.  1708 წლისთვის გენერალმა ყალმუხების  ხანთან დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჩეჩნეთთან უნდა ებრძოლა. რუსეთი ხშირად ავიწროებდა ჩეჩნურ ტომებს. 1711 წლიდან თერგის მარცხენა სანაპიროზე ააშენეს კაზაკური სტანციები, რაც ჩეჩნეთში რუსეთის შემდგომ  გაფართოებას ემსახურებოდა. "სპარსეთის" ლაშქრობამდე (1722 წელი) მცირე შეტაკებები ხდებოდა ამ ორ მხარეს შორის . 1732 წელს პოლკოვნიკმა კოხმა სცადს ჩეჩნეთის დამორჩილება, მაგრამ მარცხი განიცადა.  1735 წელს რუსებმა მდინარე თერგის დელტაზე ააშენეს სიმაგრე ყიზლარი, რომელიც შემდგომ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის საყრდენი პუნქტი გახდა. სიმაგრის აშენებამ ხელი შეუწყო  რუსეთის სამხრეთისკენ გაფართოებას. პეტრე I-ის გატარებული პოლიტიკის შემდეგ საბოლოოდ დასრულთა რუსეთ-ჩეჩნეთის მშვიდობიანი თანაცხოვროება და ნორმალური ურთიერთდამოკიდებულება. შეიძლება ითქვას პეტრე პირველმა დასაბამი მისცა რუსეთ-ჩეჩნეთის მტრულ დამოკიდებულებას და შემდგომ რუსეთის გატარებულ სისხლისმღვრელ პოლიტიკას.  ეკატერინე II  პეტრე პირველის პოლიტიკის გამგრძელებელი აღმოჩნდა. 1763 წელს ეკატერინე მეორის  სურვილით აშენდა მოზდოკის სიმაგრე და დაფუძნდა მოზდოკის კაზაკური ჯარი, რომელიც  ძლიერი იარაღი იყო რუსებისთვის. 1780-იან წლებში ცარისტულმა რუსეთმა გადაწყვიტა მდ. სუნჟის ნაპირებზე აეშენებინა სამხედრო სიმაგრეები, სადაც კაზაკებს  ჩაასახლებდნენ და ამ გზით ამ რეგიოებს ჩეჩნებისგან გაწმენდნენ. ამ პოლიტიკის წარმოებას ჩეჩნების მხრიდამ მოჰყვა სასტიკი პროტესტი და მრავალი სამხედრო შეტაკება მოხდა  ჩეჩნებსა და  სამხედროებს შორის.  ამ წინააღმდეგობაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა აული ალდი, სოფელი უშურმასი. ამ სოფლის მკვიდრმა, რომელიც შეიხ მანსურის სახელით არის ცნობილი შეძლო ვაინახთა ტომების გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ და გახდა პირველი იმამი , რომელმაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი. მანსურმა მიზნად დაისახა მთელი ჩრდილო კავკასიელი მთიელების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება.  5 წლიანი ომის შემდეგ შეიხ მანსური ტყვედ ჩავარდა და 1794 წელს გარდაიცვალა. იგი იყო პირველი საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი, რომელმაც მოახერხა ჩრდილოეთ კავკასიის  ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხალხების გაერთიანებმა. შეიხ მანსურმა შეაფერხა  რუსეთის კოლონიური პოლიტიკა -  იმამმის ბრძოლამ გაანადგურა 1783 წელს აშენებული სამხედრო სიმაგრეები: ვლადიკავკაზი, ელიზავეტინსკოე, კონსტანტინოვდსკოე, გრიგორიპოლისკოე,  პოტიომკინსკოე, კამბილეევსკოე და შედეგად გარკვეული დროით უკან გადაიწია რუსეთის გეგმები.  მანსურის შემდეგ რუსების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს ბიბულთ თამიევი და შემდგომ შამილი. იმამმა შამილმა ნახევარი საუკუნის შემდეგ ჩამოაყალიბა ისლამური სახელმწიფო, იმამატი.  (ხანგოშვილი,2005)

  შამილმა  25 წლით შეძლო რუსეთის შეკავება. მისი მთავარი მიზანი იყო რუსეთის წანააღმეგ მთელი კავკასიის გაერთიანება.   შამილმა შეძლო  წესრიგისა და კანონის დამკვიდრება და შემუშავება. შამილის ტაქტიკა პარტიზანული ომის წარმოება იყო, რადგან რუსეთთან ღიად დაპირისპირება გაუჭირდებოდა.   1859 წელს, როდესაც უკვე სხვა გზა  აღარ იყო და  შამილის ძალებს აღემატებოდა  წინააღმდეგობის გაწევა  შამილი დანებდა და ჩაბარდა იმისთვის, რომ მოსახლეობა გადაერჩინა.  შამილის   გზა მისმა  მეგობარმა და  თანამებრძოლმა   ბაისანგურ ბენოელმა  გააგრძელა  1861 წლამდე,  სანამ სიკვდილით არ დასაჯეს.

  რუსეთმა გადაწყვიტა კავკასიის მიერთება ჩეჩნეთის გარეშე, რადგან ხალხის აჯანყებები პრობლემებს უქმნიდა. ამ მიზნით 1865 წელს  23 ათასი ჩეჩენი გადაასახლეს თურქეთში  აგიტაცია-პროპაგანდის მეშვეობით, მაგრამ ამან მაინც არ იმუშავა, რადგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ შემწყდარა.  1877 წელს ალიბეგ-ჰაჯი ალდამოვი, ჩეჩნეთის ბოლო იმამი  ჩაუდგა სათავეში აჯანყებულებს და ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას. 1878 წელს აჯანყებულები დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს.  რუსეთ-ვაინახების ას წლიანი დაპირისპირება დამთავრდა და რუსეთმა ვაინნახთა დაპყრობა შეძლო. ამ ომს ესხვერპლა ჩეჩნეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი და უამრავი დასახლება განადგურდა. თუმცა, დამოუკიდებლობის სურვილი ხალხში მაინც არ გამქრალა.

  ცარისტული რეჟიმის დაცემამდე ჩეჩნები შედარებით თავისუფლად ცხოვრობდნენ. რეჟიმი მათ საკუთარი ტრადიციებსა და კულტურის შენარჩუნებას არ უკრძალავდა, მაგრამ ჩეჩნების მიწების გასხვისება ,კაზაკებისთვის  ჩუქების პროცესი მიმდინარეობდა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა და  1904-1906 წლებში ჩეჩნები და ინგუშები აჯანყდნენ, რადგან მათვის წინაპრების მიწა-წყალი ძალიან მნიშვნელოვან საგანძურს წარმოადგენს. 1917 წლის რევოლუცია მოკლე დროით ჩეჩნეთისთვის პოზიტიური აღმოჩნდა - საბოლოოდ დაიშალა ცარისტული რუსეთი, დამოუკიდებლობა მოიპოვა და  ამავდროულად შევიდა მთიელთა  რესპუბლიკაში. ეს დამოუკიდებლომა მცირე დროით გაგრძელდა.  1920 წელს ჩეჩნეთი საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

  ბოლშევიკების ნაციონალურ და კაზაკურ რაიონებში გამარჯვების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში დამყარდა "რევკომების" რეჟიმი. რევკომებს ევალებოდათ ადგილზე ნაციონალური ინტელიგენციისა და სასულიერო პირების გავლენის ნეიტრალიზაცია და კომსომოლური თუ კომუნსტური ორგანიზაციების შექმნა. 1921 წელს შეიქმნა მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ჩეჩნეთიც მის შემადგენლობაში შევიდა. მთიელთა  ასსრ. დროებით ბუფერის როლს ასრულებდა  საბჭოთა რუსეთსა და ამიერკავკასიის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის იქმადე, სანამ საბჭოთა რუსეთმა   ამ უკანასკნელის ოკუპაცია მოახდინა. 1922 წელს ჩეჩნეთი გამოეყო მთიელთა ასსრ-ს. 1924-1925 წლებში  საბჭოთა კავშირმა ჩაატარა რიგი ოპერაციები, რათა ჩეჩნეთში  ანტისაბჭოთა დაჯგუფებები თუ გავლენიანი პირები გაენადგურებინათ. 1929 წელს ჩეჩნეთში დაწყებულმა კოლექტივიზაციას აჯანყებები  მოჰყვა. 1930 წელს ხელისუფლებამ აჯანყებულებთან მოლაპარაკებები აწარმოა  და კოლექტივიზაციის პროცესებისგან დაცვის გარანტია მისცა. 1934 წლის 15 იანვარს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური ოლქები გააერთიანეს. ამ გაერთიანებას  "ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი" დაერქვა. 1936 წლის 5 დეკემბერს  "ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკად" გადააკეთეს ეს გაერთიანება. 1937 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთში რეპრესიების დროს დაკავებულ იქნა ათი ათასამდე ადამიანი. პრაქტიკულად ყველა ანტისაბჭოთა ხელმძღვანელი და მთელი  ინტელიგენცია  გაანადგურეს. 1941 წლიდან ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთებში მცირე აჯანყებები და შეტაკებები დაიწყო. უკმაყოფილო მოსახლეობისგან შემდგარი დაჯგუფებები ამ მეთოდებით აპროტესტებდა საბჭოთა ხელისუფლების წარმოებულ პოლიტიკას. 1942 წელს ორჯერ დაბომბეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის  მთიანი სოფლები. ჩეჩნეთის აულებში განსაკუთრებით დიდი იყო მსხვერპლი. 1943 წლეს საბჭოთა არმიამ მეამბოხეების წინააღმდეგ აქტიური ქმედებები დაიწყო.

   1944 წელს  ჩეჩნებისა  და ინგუშების ტოტალური დეპორტაცია მოხდა.ეს იყო სასტიკი  გენოციდი, რომელმაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სხვადასხვა ცნობებით დეპორტაციამ ვაინახთა დაახლოებით 50%   შეიწირა.   სტალინმა ვაინახები  1941 წელს  ანტისაბჭოთა  აჯანყების მოწყობისთვი დასაჯა. საბჭოთა ხელისუფებამ  ფაშისტურ გერმანიასთან  თანამშრომლობა გამოიყენა საბაბად, რაც სრულ სიცრუეს წარმოადგენდა. 1944 წლის 23 თებერვალს გადაასახლეს ყირგიზეთში და ყაზახეთში.  7 მარს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ი საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა.  მათი ტერიტორიები კი გადაანაწილეს ჩრდილოეთ-ოსეთის ასსრ-ზე, დაღესტნის ასსრ-ზე, საქართველოს სსრ-ზე და სტავროპოლის რეგიონ-ზე. ხელსიუფლების სადამსჯელო ოპერაციების ფარგლებში გაანადგურეს  შორეული მთაინი სოფლების მაცხოვრებლები და არა ტრანსპორტირებადი ავადმყოფები. 27 თებერვალს გალანჩოის რაიონის რამდენიმე სოფელში 700 ადამიანი ცოცხლად  ამოწვეს. ჩებერლოევის რ-ნის მთიან სოფლებში  ხალხი "კაზენოი ამ-ის" ტბაში დაახრჩვეს. ურუს-მართანის რეგიონალურ ცენტრში ავადმყოფებს შხამიანი ინექციები გაუკეთეს, დახოცეს და საავადმყოფოს ეზოში დამარხეს. ითომ-ქალის რაიონში ხალხს სახლებში კეტავდნენ და ყუმბარებით აფეთქებდნენ სახლებს, მალხისტში გამოქვაბულებში დაცხრილეს მოსახლეობა, ნოჟავ იურთის რაიონში სიმინდის საცავებში და ნაშხოის სოფლის საჯინიბოში ცოცხლად ამოწვეს  და ა.შ. გადასახლებული ხალხი პირუტყვის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ  ვაგონებში ჩასვეს და რამდენიმე დღით ატარეს სასმელ-საჭმლის გარეშე.  გადასახლების პირველ წლებში ორასი ათასი ჩეჩენი, (მთელი მოსახლეობის მესამედი), ოცდაათი ათასი ინგუში (დაახლ. მთელი მოსახლეობის ნახევარი) და ოცი ათასი ჩეჩენ-აქკინი (ორ მესამედზე მეტი) დაიღუპა.გადარჩენილი ხალხის სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1957 წელს რეჟიმმა კვლავ აღადგინა "ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა". ამავე წელს  200 ათასი გადასახლებული დაუბრუნდა საკუთარ სამშობლოს. დაახლოებით ხელმძღვანელობის დაგიგმილზე 2.5-ჯერ მეტი. მოსახლეობის მკვეთრი ზრდის გამო რესპუბლიკაში    სოციალური პრობლემები გაჩდა. გროზნოში ჩეჩენი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოვიდა რუსი  მოსახლეობა 1958 წელს. 60-70-იან წლებში ხელისუფლების გადაწყვეტილებით მთის სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაასახლეს, რუსებით დასახლებულ, ნაურის  და შელკოვის რაიონებში. ეს მიზანმიმართული ქმედება მოსახლეობის ასიმილაციას ითვალისწინებდა. თუმცა, გადასახლებული ხალხი ამ რაიონებში დამკვიდრდა და იქ მცხოვრებმა რუსმა მოსახლეობამ თანდათანობით დატოვა ეს ტერიტორიები.

   საბჭოთა კავშირში ჩეჩნებს უცხოებად აღიქვამდნენ და სხვა ერებთან შედარებით ბევრად უფრო შეზღუდული და დისკრედიტებული იყო ჩეჩენი მოსახლეობა.  სამშობლოში დაბრუნების შემდეგ  ჩეჩნებსა და ინგუშებს არ გააჩნდათ რაიმე ქონება, მათ არ ჰქონდათ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლება და არ სარგებლბდნენ იმ უფლებებით, რითაც სხვა სსრკ-ის "მოქალაქეები". მაღალი თანამდებობების დაკავება ჩეჩენისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან ხელისუფლება არ ენდობოდა ეთნიკურად ჩეჩენს. ჩეჩნეთში ხელისუფლებამ შემოიღო კომენდანტის საათი, მოსახლეობას ეპყრობოდნენ როგორც მტრებს. დეპორტაციამ დიდი კვალი დატოვა დეპორტირებულ საზოგადოებაზე როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური.  მთელი საუკუნის განმავლობაში არ შემწყდარა საბჭოთა რეჟიმის  წინააღმდეგ მცირე  აჯანყებები.  

 

Comments