უკრაინა-რუსეთის ომი და ჩეჩნეთ-რუსეთის ომი: მსგავსება და განსხვავება

 


ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთისთვის ომი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. 22 წლის განმავლობაში პუტინმა არაერთი  სამხედრო ინტერვენცია   განახორციელა უკრაინაზე თავდასხმა არ არის     ვლადიმერ პუტინის  „დიდსულოვნების“ პირველი გამოვლინება. ეს  მისი პოლიტიკის გაგრძელებაა - სუვერენული სახელმწიფოების მიწების მიტაცება.  2005 წელს პუტინმა სსრკ- დაშლას უწოდასაუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფადა სამი წლის შემდეგ, 2008 წელს თავს დაესხა საქართველოს და მისი ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. შემდეგ მისი ყურადღება  უკრაინამ მიიპყრო, რომელიც თავდაჯერებულად  მიისწრაფვის ევროპისკენ. საქართველოს მოჰყვა  ყირიმის ანექსია 2014 წელს. ახლა პუტინი კონკრეტული რეგიონებით აღარ კმაყოფილდება. მას მადა შესამჩნევად  გაეზარდა და დღეს უკვე მთელი უკრაინა სურს. ეს დიდი ფარსი ჯერ კიდევ 1994 წელს ჩეჩნეთში დაიწყო. საუბედუროდ, პუტინის მხრიდან პირველი და ყველაზე მძიმე დარტყმა ჩეჩნეთმა მიიღო. პატარა ჩეჩნეთი  სრულიად მარტო  დარჩა     მკველი რეჟიმის წინააღმდეგ.   

ჯოჯოხეთიჩეჩნეთში 1999 წლის სექტემბერს დაიწყო. იმ დროისთვის ვლადიმერ პუტინი პრემიერ-მინისტრის რანგში უძღვებოდა  კრემლს. მას შემდეგ, რაც ბორის ელცინი გადადგა იმ პერიოდში ნაკლები ცნობადობის მქონე პუტინმა მაღალი თანამდებობა დაიკავა.  ხელისუფლებაში მოსულ ვლადიმირ პუტინს არ ჰქონდა არც გავლენები და არც პოპულარობა. შესაბამისად, მას სჭირდებოდადიდი საქმის  წამოწყება და "ძლიერი მმართველის" იმიჯის შექმნა. ჩეჩნეთი ამისთვის  კარგი საშუალება იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კარგად მოამზადა ნიადაგი ჯერ ჩეჩნეთში და შემდეგ მთელ რუსეთში. ჩეჩნეთში იმ მხრივ, რომ რელიგიური შუღლის გაღვივება მოახერხა სხვადასხვა რადიკალური შეხედულებების მქონე ჯგუფების დაფინანსებით. მეორეს ხრივ, პუტინს სჭირდებოდა  საზოგადოების მხარდაჭერა,  რაშიც რუსული სპეცსამსახურები დაეხმარა - რუსეთის სხვადასხვა  წერტილებში ტერორისტული აქტები ხორციელდებოდა  და შემდეგ ყველაფერი „ჩეჩენ ტერორისტებს“ ბრალდებოდა.  

უკრაინაში გადაღებულმა  კადრებმა გულგრილი არავინ დატოვა. მთელი მსოფლიო შოკირებულია რუსეთის ქმედებით. ყველა, ჩეჩნების გარდა.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის ამ პატარა სეპარატისტულმა რეგიონმა გამოიარა  ორი სრულმასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერალურ ძალებთან. 1994-1995 წლებში მიმდინარეობდა პირველი ომი, რომელიც რამდენად გასაკვირვიც არ უნდა იყოს   ჩეჩნეთმა მოიგო. მეორე ომი  აქტიურ ფაზაში 1999 წლის ოქტომბრიდან იყო და გაიარა რამდენიმე ეტაპი ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირებიდან პარტიზანულ ომამდე.  2000 წელს რუსეთმა საკუთარი წარმომადგენელი დანიშნა მმართველად, თუმცა ომი ოფიციალურად მხოლოდ 2009 წელს დამთავრდა.  არსებობს როგორც მნიშვნელოვანი მსგავსებები, ასევე მნიშვნელოვანი განსხვავებები რუსეთ-ჩეჩნურ ომსა და რუსეთ-უკრაინის ომს შორის. ამ შემთხვევაში რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი უფრო შეესადაგება ამ შედარებას.

რუსეთში მოხშირებულმა საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებებმა საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინა.  ასობით ადამიანი ემსხვერპლა   ტერორისტულ აქტებს . კრემლმა ჩეჩენი რუსეთის ნომერ პირველ მტრად წარმოაჩინა და საზოგადოებაში დათესა „ჩეჩენოფობია“.  მსგავსი პროპაგანდისტული ტექნიკა პუტინის რეჟიმმა კვლავ გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ, ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივი წარმატებით.

 რუსეთის ხელისუფლება ჩეჩნეთში მოწყობილ „სასაკლაოს“  შეიარაღებულ  კონფლიქტად ან ომად არ წარმოაჩენდა. ჩეჩნეთში წამოწყებულ ფართომასშტაბიან ომს  კონტრტერორისტული ოპერაცია უწოდა და ჩეჩენი მებრძოლები ერთიანად ტერორისტებად შერაცხა. იგივე ხდება ახლა უკრაინაში -  დღეს მიმდინარეობს სპეცოპერაცია დენაციფიკაციისთვის“ და არა ომი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლმა  რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელები, ნაცისტებად შერაცხა.

 1999 წელს კრემლმა გამოაცხადა, რომ 1997 წელს ჩეჩნეთში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები, არალეგიტიმური იყო მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ეს არჩევნები  აღიარებული ჰქონდა. მსგავსი  სიტუაცია გვხვდება უკრაინაშიც. 2014 წლის 22 თებერვალს უზენაესი რადას გადაწყვეტილებით ოფიციალურად  ხელისუფლებას ჩამოაშორეს ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც  მაიდანის რევოლუციის დროს ქვეყნიდან გაიქცა. მეორე პრეზიდენტი უკრაინელებმა აირჩიეს დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე. თუმცა, პუტინისთვის იანუკოვიჩი კვლავლეგიტიმური  ლიდერია“.

პრორუსული „ოპოზიციის“ შექმნა და ფულითა და იარაღით უზრუნველყოფა. ჩეჩნეთის ტერიტორიის ხელში ჩაგდების შემდეგ, ძალაუფლება ნომინალურად გადაეცა მოსკოვზე დამოკიდებულ ფიგურებს. გასაგებია, რომ უკრაინასაც იგივე ბედი ეწევა. ისეთი მარიონტები როგორებიც არიან  ვიქტორ მედვედჩუკი და ვიქტორ იანუკოვიჩი    კიევში დაბრუნდებიან და მაღალ თანამდებობებსაც მიიღებენ იმ შეთხვევაში თუ უკრაინა ომში დამარცხდება.

კრემლმა  მოლაპარაკებების პროცესი გამოყენა საზოგადოების ყურადღების გადატანისა  და ამვდროულად დამატებითი ძალების მობილიზაციის  მიზნით. მოლაპარაკებების ჩაშლამ ან გადადებამ ძლიერი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა ჩეჩნეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხალხმა დაკარგა სისხლისღვრის  დასრულების იმედი. მოლაპარაკებები, რომლის რამდენიმე რაუნდი გაიმართა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის, როგორც ჩანს, იმავე მიზნებს ისახავს.

მსგავსებებთან ერთან ამ ომებს შორის გვხვდება მკაფიოვ განსხვავებები. უკრაინა არის ქვეყანა რამდენიმე მილიონიანი მოსახლეობით, აღიარებული საზღვრებითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობის სტატუსით. მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა სხვა საბჭოთა რესპუბლიკებზე ადრე, 1991 წელს  ოფიციალურად სსრკ-ს დაშლამდეც კი გამოაცხადა, ის მსოფლიოს არცერთმა სახელმწიფოს არ უღიარებია. ჩეჩნეთი მოიცავს დაახლოებით 100 კმ. ფართობს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და 140 კმ. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყისისთვის ჩეჩნეთის მოსახლეობა მილიონ ადამიანსაც კი არ შეადგენდა.

ჩეჩნებს არ ჰყავდათ გაწვეული ჯარი. მისი შეიარაღებული ძალების როლს ითავსებდა  ჩეჩნეთ-რუსეთის პირველი ომის წლებში ჩამოყალიბებული თვითორგანიზებული ჯგუფები და  მილიციის რაზმები.ასევე,  ჩეჩნებს  არ გააჩნდათ  იარაღის საჭირო რაოდენობა. 1997-1999 წლებში, ომთაშორის პერიოდში, დამოუკიდებელი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა ეროვნული გვარდია, მაგრამ რუსეთის მიერ წამოწყებულმა ეკონომიკურმა ბლოკადამ და  საჭირო ფინანსური რესურსების არ არსებობამ შესაძლებლობა არ მისცა. უკრაინა შეიარაღებულია ტანკებით, არტილერიით, საჰაერო თავდაცვისა და საავიაციო სისტემებით. ჩეჩნებს, გარდა მცირე იარაღისა და ყუმბარმტყორცნებისა, თითქმის არ ჰქონდა მძიმე ტექნიკა. მიუხედავად ამისა, რუსულმა ჯარებმა სამ თვემდე მოანდომეს დედაქალაქის აღებას. ჩეჩენმა მებრძოლებმა ამ ხნის განმავლობაში მოახერხეს  ოთხი სხვადასხვა მხრიდან  დაწყებული შეტაკებების მოგერიება.

რუსეთის  ჯარი ომის  საწყისივე   ეტაპზე ბომბავდა  ჩეჩნეთის ქალაქებისა და სოფლების საცხოვრებელ უბნებს, რათა დაეშინებინა მოსახლეობა და წინააღმდეგობრივი  ტალღის შესუსტება  მოეხდინა. უკრაინის ომის  საწყის ეტაპზე  რუსეთის ჯარების ძირითადი  სამიზნე იყო სამხედრო ობიექტები. ჩეჩნეთში მოსახლეობის წინააღმდეგობის გაწევის ნებისმიერი შემთხვევა სრულდებოდა ფატალურად. ინტერნეტ სივრცეში ხშირად ვხვდებით ვიდეო თუ ფოტო მასალას,სადაც ასახულია  მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსვლები  რუსეთის ჯარის წინააღმდეგ,  იქნება ეს ტანკებისთვის გზის გადაკეტვა თუ  სიტყვიერი მოწოდებები, თუმცა რუსი ჯარისკაცები ამაზე არ რეაგირებენ. ჩეჩნეთში   ქუჩაში მოთამაშე ბავშვებიც კი  ხვდებოდნენ ცივსისხლიანი ჯარისკაცების მსხვერპლნი, რომ არაფერი ვთქვათ რაიმე სახის პროტესტის გამოხატვაზე.    ეს აიხსნება უკრაინელებისა და რუსების ნათესაური კავშირებით, ენები მსგავსებითა და საერთო მრავალსაუკუნოვანი ისტორიით.  ჩეჩნები განსხვავებული ენისა და  რელიგიის მქონე  ხალხია, აქედან გამომდინარე  უცხო ჩეჩნების ხოცვა ჯარისკაცებისთვის  არ წარმოადგენდა დიდ ტრაგედიას, პირიქით, ეს სიამოვნებას ანიჭებდა კიდეც, რადგან მათთვის ნებისმიერი ჩეჩენი მტერი იყო.

რუსეთ-ჩეჩნეთის ორივე ომი მიმდინარეობისას არც ერთმა სახელმწიფომ არ  გამოუცხადა ჩეჩნეთს სოლიდარობა ან რაიმე სახის დახმარების მზაობა. რუსეთის წინააღმდეგ არ ამოქმედებულა  რაიმე სახის სანქციები. საერთაშორისო ორგანიზაციებმა  რუსეთის ქმედებების დაგმეს, მაგრამ კრემლის  უფლება სეპარატისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ სადავო არ ყოფილა. საერთაშორისო თანამეგობრობა  გამოუცხადებელი ომის პირობებში  ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვდა. რბილმა კრიტიკამ ვერ შეასუსტა რუსეთის ტერორი: სოფლების სასტიკი წმენდა, ფილტრაციის ბანაკები, წამება, დაახლოებით 6000 ადამიანის  გაუჩინარება და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა. პუტინის ადგილობრივი სილოვიკი, რამზან კადიროვი და მისი მცველები დღესაც აგრძელებენ კრემლის პოლიტიკას და   ჩეჩნეთის ციხეებში  ყოველ დღე დახოცილი ადამიანების რაოდენობა არ ჩამოუვარდება უკრაინაში  დახოცილი ადამიანების რაოდენობას. 

მაშინ, როცა ჩეჩნეთში ქალაქები, სოფლები და სახლები ნადგურდებოდა, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მან შეძლო „პუტინის სულში ჩახედვა“, ხოლო ევროკომისარმა თქვა, რომ ევროკავშირი და რუსეთი ახლოს არიან, როგორც „არაყი და ხიზილალა“. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რეგულარულად ახორციელებდნენ მრავალმილიარდიან გზავნილებს რუსეთში. სესხები ცალკეულმა ქვეყნებმაც გასცეს. რუსეთი დარჩა ევროპის საბჭოს წევრად და ასევე მიიღო G7-ში მონაწილეობის და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლება.

1994 წელს მსოფლიო საზოგადოება ჩეჩნეთის ომის წინააღმდეგ რომ გამოსულიყო რუსეთი დიდი ალბათობით არ გაბედავდა: ჩეჩნეთის, აფხაზეთის, სამხრ ოსეთის, ყირიმისა და დღეს მთელი უკრაინის დაბობვას. დასავლეთის მხრიდან თვითნებურმა სიბრმავემ გააძლიერა დაუსჯელობის ატმოსფერო, რამაც გამოიწვია კონფლიქტები რუსეთში და მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ. შესაძლოა იმ დროს სანქციებიც არ ყოფილიყო საჭირო, რადგან მაშინ რუსეთი ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყანა იყო. ეს ორივე ომი არის ერთი და იმავე ჯაჭვის რგოლი, რომლითაც კრემლი ცდილობს მეზობლების დამონებას.


Comments