პანკისის კრიზისი

 



  1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამ  პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაცია გამოიწვია. ამ დიდი იმპერიის ნანგრევებზე ახალი ნაციონალური სახელმწიფოები წარმოიშვა. საბჭოთა კავშირის დანგრევით დაირღვა საერთაშორისო პოლიტიკური ბალანსი, რომელიც ერთ მხარეს საბჭოთა კავშირისა და მისი გავლენის სფეროების, და მეორე მხარეს ჩრდილო-ატლანტიკური ჭიდილით იყო განსაზღვრული. ამ მოულოდნელმა რეალობამ წარმოშვა კონფლიქტური კერები, რომელთა მოგვარება 30 წლის შემდეგაც კი არ მოხერხებულა. პანკისი და ჩეჩნეთი  ამ საყოველთაო ნგრევისა და კრიზისების პროცესში მოწინავე ადგილზე აღმოჩნდა. უკვე ორი ათწლეულია, რაც პანკისი ყველაზე მეტად მასში განხორციელებული სპეცოპერაციების სიმრავლითაა ცნობილი.  ამ სპეცოპერაციების დაუსრულებელი ტალღა პანკისის კრიზისიდან დაიწყო. სწორედ ამ კრიზისის მეშვეობით პანკისი  საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა და ამ პატარა ხეობაზე და მისი მცირერიცხოვანი მოსახლეობაზე გაიარა  მთელმა გლობალურმა პოლიტიკურმა ტრანსფორმაციამ და კონფლიქტმა. პანკისის კრიზისი 1999-2002 წლებით თარიღდება.  ეს მოვლენა  პირდაპირ უკავშირდება ორ საერთაშორისო მნიშვნელობის ისტორიულ მოვლენას: ჩეჩნეთის მეორე ომი (1999-2009),  და 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ იორკის ტერაქტი და მის საპასუხოდ წამოწყებული ამერიკისა და მისი მოკავშირეებისომი ტერორის წინააღმდეგ“. ამ ორი მოვლენის შედეგად, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და სისასტიკე მოუტანა  მსოფლიოს, წარმოიშვაპანკისის კრიზისი“.

  ყველაფერი დაიწყო 1999 წელს, იმ დროს ჯერ კიდევ რუსეთის პრემიერმინისტრ ვლადიმირ პუტინის მიერ წამოწყებულიანტიტერორისტული ოპერაციითჩეჩნეთში, რომელიცჩეჩნეთის მეორე ომადგანვითარდა. ეს პერიოდი საქართველოსთვისაც  მძიმე გამოდგა ეკონომიკურად  სუსტი საქართველო რუსეთთან ომის დაწყების საშიშროების წინ დადგა.  საქართველოს დიდი პრობლემები შეექმნა პანკისში, მთავრობა ვერ აკონტროლებდა რუსეთის მართული ძალების ბანდიტურ დაჯგუფებებს.  ომის დასაწყისშივე რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ პანკისის ხეობას თავს აფარებდნენ ჩეჩენი ტერორისტები და საქართველოს მთავრობისგან ხეობის დროებით გაკონტროლების ნებართვაც ითხოვა.

  მეორე ჩეჩნეთის ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მკვეთრად შეიცვალა საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება. 2001 წლის ნიუ იორკის ტერაქტმა დაომმა ტერორის წინააღმდეგ“, ხოლო შემდეგ აშშ- და ბრიტანეთის ინტერვენციამ ერაყში, რამაც სადამ ჰუსეინის დამხობასთან და ერაყის ოკუპაციასთან ერთად, მთელი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია გამოიწვია. ამ ანტიტერორისტულ ომებს მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მსხვერპლი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ისეთი ფაქტები მოყვა, რაც დასავლური სამყაროსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უცნობი იყო და თავად დასავლური დემოკრატიის პრინციპებთან შეუთავსებელი. ამგვარიგადაცდენებიაშშ- მხრიდან იხსნებოდა ტერორიზმის საფრთხით შექმნილი საგანგებო მდგომარეობით.ოსამა ბინ-ლადენის და ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-აიდას ცალკეული განშტოებების ძებნამ ამერიკა ჩეჩნეთის ომში რუსეთის ფაქტობრივ მოკავშირედ აქცია, ხოლო ჩეჩნეთი ისლამური ტერორის ერთ-ერთ კერად.

  1999 წლის მიწურულს, ჩეჩნეთში ჯარების შეყვანიდან მალევე, რუსეთის მთავრობამ საქართველოს მოსთხოვა, რომ პანკისში წესრიგის დასამყარებლად  რუსეთთან ეთანამშრომლა  და საზღვრის ერთობლივად დასაცავად პანკისში რუსეთის სამხედროების შეყვანა შესთავაზა. 1999 წლის ბოლოს ჩეჩნეთში ომის გამწვავების შემდეგ , 6000-მდე ჩეჩენი გაიქცა პანკისის ხეობაში. ლტოლვილებს ოჯახური და სხვა კავშირები ჰქონდა ხეობის  მოსახლეობასთან. გაქცეულ ჩეჩნებს ხეობაში დასახლებაში საქართველოს მთავრობა დაეხმარა. მათი დევნილობის სტატუსი ოფიციალურად აღიარა როგორც  საქართველომ,  ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებ ხეობ ჰუმანიტარულ დახმარებას  უწევდნენ. პირველი დაძაბულობა ჰუმანიტარული დახმარებების განაწილებას მოყვა: ჩეჩენი ლტოლვილები აცხადებდნენ, რომ ჰუმანიტარული დახმარებების დიდ ნაწილ კრიმინალური დაჯგუფებები იღებდნენ. 2000 წლიდან პანკისის ხეობაში იწყება ბნელი პერიოდი, როდესაც  ადამიანების გატაცება და  კრიმინალური ქმედებები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თავდაპირველად უცხოელებს იტაცებდნენ და გამოსასყიდს ითხოვდნენ. თანდათანობით გატაცებულთა შორის ქართველებიც აღმოჩდნენ.

  შექმნილ ვითარებაზე საქართველოს მთავრობის რეაქცია თავდაპირველად საკმაოდ მშვიდი იყო. საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას არც კი აქცევდა და შეიძლება ითქვას შეგუებულიც კი იყო  ჩეჩენი მებრძოლების ხეობაში ყოფნას, სანამ იქ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. საუბარი იყო მხოლოდ მზარდ კრიმინალზე და სიტუაციის განმუხტვას კრიმინალურ ჯგუფებთან მოლაპარაკების გზით ცდილობდნენ. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. ქართულ პრესაში გავრცელდა ვერსიები, რომ ჰუმანიტარული დახმარებები იარაღის შეძენას ხმარდება და ადამიანებს იტაცებენ, ხოლო ამ ყველაფრის უკან ვაჰაბიტები დგანან. ვაჰაბიზმის თემა ანტიტერორისტული კამპანიის კონტექსტში გააქტუალურდა, როცა ის ალ-აიდასთან თუ სხვა რადიკალურ ისლამურ ორგანიზაციებთან კავშირში აღმოჩნდა. პანკისის ხეობაში ვაჰაბიზმის გავრცელება ავტომატურტად ტერორიზმთან დაკავშირდა.

 2001 წლის 18 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას ნოტა გამოუგზავნა და საქართველოსტერორიზმის მხარდაჭერისშეწყვეტისკენ მოუწოდა. იმავე წლის 27 ნოემბერს რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა პანკისის ხეობაზე, მათივე განცხადებით, ჩეჩენი ტერორისტების სამალავები დაბომბა. ასეთი დაბომბვები რუსეთის მხრიდან კიდევ არაერთხელ განმეორდა. 2002 წელს კი რუსეთმა მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოტერორისტების მფარველობაშიდაადანაშაულა. რუსეთმა დასძინა, რომ  აშშ ტერორიზმს ებრძვის , ხოლო საქართველო, როგორც აშშ- სტრატეგიული პარტნიორი, ამ ბრძოლაში ამერიკის გვერდით უნდა იყოს. 2002 წელს აშშ- დაიწყო 1200 ქართველი ჯარისკაცის ანტიტერორისტული ოპერაციისთვის წვრთნის პროგრამა.

  საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობა გამწვავდა 2002 წლის ივლისში მას შემდეგ, რაც სამოცი ჩეჩენი მებრძოლი, რომელიც საქართველოდან მიდიოდა თავს დაესხა რუსეთის ჯარ საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთით. რუსეთის მხრიდან გაძლიერებული დაძაბულობისა და ზეწოლის პირობებში,  2002 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაციები წამოიწყო. ხეობაში სამხედროების განლაგება დაიწყო 25 აგვისტოს. ხეობაში განთავსდა   საგუშაგოები. ასევე,   სამხედროები განლაგდა რუსეთისა და ჩეჩნეთის მოსაზღვრე სხვა რეგიონებთან. ზოგიერთი წყაროს ცნობით, FBI-ს, CIA-ს და DEA-ს თანამშრომლები მონაწილეობდნენ ამ ოპერაციაში.

  პირველივე ოპერაციის დროს დააკავეს 41 ეჭვმიტანილი, რომელთა შორის იყვნენ ეთნიკურად ქართველები, პანკისელი ჩეჩნები, ჩეჩნები და არაბები. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ინფორმაციით დაკავებულები ძირითადად სისხლის სამართლის დამნაშავეები იყვნენ და პანკისში არა მუსლიმი ტერორისტები,  როგორც რუსეთის პროპაგანდა ავრცელებდა ინფორმაციას, არამედ კრიმინალური ქსელები მოქმედებდნენ, ხეობის მკვიდრი მოსახლეობაც და ჩეჩენი ლტოლვილებიც მომდევნო წლებშიც ტერორიზმსა თუ რადიკალურ ისლამიზმში ეჭვმიტანილებად დარჩნენ. ეს ეჭვი გამოიხატებოდა საქართველოს წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროსაც, რომლებსაც თან ახლდა პანკისის ხეობაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, როგორც თავად პანკისელების, ასევე ჩეჩენი ლტოლვილების მიმართ.


Comments