ჩეჩნეთის დე-ფაქტო დამოუკიდებელობა (1990-1994)



1990 წელს მაშინ, ჯერ კიდევ, რუსეთის აბჭოთა ედერაციული ოცილური ესპუბლიკისს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ელცინმა   მიმართა რესპუბლიკებს: ''მოიპოვეთ იმდენი სუვერენიტეტი, რამდენიც ხელგეწიფებათ'' . ჩეჩნეთმა ისარგებლა რუსეთში არსებული სიტუაციით და საორგანიზაციო კომიტეტმა ჩეჩენი ხალხის პირველ ეროვნულ ყრილობაზე მოიწვია ავტორიტეტული პირები, მათ შორის, გენერალი ჯოხარ დუდაევი, რომელიც იმ პერიოდში ლატვიაში მოღვაწეობდა. ამ ყრილობის გადაწყვეტილებით შეიქმნა აღმასრულებელი კომიტეტი და მიღებულ იქნა დეკლარაცია ჩეჩნეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე.  1991 წლის 19 აგვისტოს პრორუსული მთავრობის ხელმძღვანელი, ზავგაევი გააძვეს ჩეჩნეთიდან. 1991 წლის 27 ოქტომბერს ჯოხარ დუდაევი ხმათა 91.9-ით გახდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. ამავე დროს, აირჩიეს პარლამეტიც. მინისტრის კაბინეტის თავმჯდომარედ ჯოხარ დუდაევი დაინიშნა, ქალაქის მერად ბესლან განტემიროვი,  საგარეო საქმეთა მინისტრად შამილ ბასაევი, შსს-ს მინისტრად სალმან ალბაკოვი, გენერალ-პროკურორად ელზა შარიფოვა, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსად სალმან ხასიმიკოვი, საინფორმაციო და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის ხელმძღვანელად და ვაინახთა დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ ზელიმხან იანდარბიევი.

ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იწყება თანამედროვე ჩეჩნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდის დასაწყისი. კრემლი ყველა შესაძლებლობას იყენებდა შიდა არეულობის გაღვივებისთვის.   რუსეთის გავლენა ყველაზე მეტად "მაღალ ფენას" ეტყობოდა. საკუთარი სამშობლოსა და მოსახლეობის გაყიდვის ხარჯზე სხვადასხვა გარიგებების სანაცვლოდ "ელიტა" ურიგდებოდა რუსეთს. ასეთი ადამიანების უმრავლესობა სუკი-ის საიდუმლო აგენტები იყვნენ. რუსეთი უკვე კარგად ნაცნობ მეთოდებს მიმართავდა: ნათესაური კავშირი, რომელიც ჩეჩნეთში დიდ მნიშვნელობის მქონე იყო, დაშინებისა და დაშანტაჟების პოლიტიკა, რომელიც რუსეთს საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით ერგო. შსს-ის სამინისტრო სუკი-ის აგენტების "ბუდე" იყო ქცეული, სადაც ძირგამოთხრილ საქმიანობას ეწეოდა რუსეთის მოკავშირე საზოგადოება.  მალევე გამოჩნდა სუკ-ის მორიგი აგენტი ბესლან განტემიროვი, რომელმაც ბევრის ნდობის მოპოვება მოახერხა და თავად დუდაევის მხარდაჭერით დაინიშნა გროზნოს მერად. შემდგომში გამოჩნდა, რომ იგი რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა ჩეჩნეთში და სპეციალურად შემოგზავნილი იყო. მისმა გარემოცვამ გაანადგურა სუკ-ის არქივები და შეუმჩნევლად გააქრო იარაღი. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ ჩეჩნეთის პირველი ომის დროს მან მონაწილეობა მიიღო ფედერალური ძალების მხარეს. ის რუსეთის დასმულ მთავრობაში ოფიციალურად იყო    ვიცე-პრემიერი  1995  წელს, მაშინ, როდესაც ჯოხარ დუდაევი და ჩეჩნეთის ხელისუფლება საფრთხის გამო გაქცეული,  ცდილობდა ომის წარმოებას.

დამოუკიდებლობის  გამოცხადების შემდეგ ჩეჩნეთის მთავრობის მთავარი მიზანი დამოუკიდებლობის შენარჩუნება და სხვა სახელმწიფოებისგან აღიარების მოპოვება იყო. კრემლი ჩეჩნეთს საკუთარი პრესტიჟის საქმედ მიიჩნევდა.  კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი სტეპაშინმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა  რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახური  მთელ რიგ საიდუმლო უპერაციებს ატარებს ჩეჩნეთის წინააღმდეგ".  ეს ისედაც აშაკარა იყო, მაგრამ მან საჯაროდ აუწყა მოსახლეობას. პირველმა აგრესიამ არ დაიგვიანა,  1991 წლის 7 ნოემბერს ელცინმა   საომარმა მდგომარეობა  გამოაცხადა და ჯოხარ დუდაევის დაკავების ბრძანება გასცა. ჩეჩნეთში, შსს-ში  შეიარაღებული სპეცრაზმელების მობილიზაცია მოახდინეს. როგორც კი ამის შესახებ შეიტყო მოსახლეობამ მთელი ჩეჩნეთი ფეხზე დადგა, ხალხი ჩამოდიოდა სოფლებიდან, თავად ქმნიდნენ ცალკეულ დაჯგუფებებსა თუ ბატალიონებს, მათ შორის ქალების ბატალიონი. სატელევიზიო არხებიდან პრეზიდენტმა ბრძანება გასცა: " რუსი ჯარისკაცები დააპურეთ; დაე, ცოტა სული მოითქვან, მერე კი ავტობუსებში გაანაწილეთ... და აქედან გააცილეთ". იმავე დღეს ზელიმხან იანდარბიევის ორაგიზებით შამილ ბასაევის ხელმძღვანელობით "მინიერალნიე ვოდიდან"  გაიტაცეს თვითმფრინავი, რომელსაც რუსეთისკენ ჰქონდა გეზი აღებული. დასვეს ანკარაში და ელცინს მოსთხოვეს  სასწრაფოდ საომარი მდგომარეობის გაუქმება და ჯარის გაყვანა ჩეჩნეთის ტერიტორიიდან. ამავე დროს, პოლიტიკოსმა, საიდ ალი სათუევმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას ამცნო ჩეჩნეში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო საზოგადოება ჩააყენა საქმის კურსში. მიზანი მიღწეულ იქნა, 11 ნოემბერს, ელცინმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა, ხოლო ამის შემდეგ  თვითმფრინავი უვნებლად გააცილეს რუსეთისკენ. პირველი აგრესია რუსეთისთვის კრახით დამთავრდა. 12 ნოემბერს დუდაევმა სამხედრო საბჭოს სხდომა ჩაატარა და გადამდგარი ოფიცერი გელან ახმადოვო  სამობილიზაციო საბჭოს უფროსად დანიშნა.სხდომაზე პრეზიდენტს აუწყეს, რომ  30 000 სამხედრო მოლაშქრე  და 10 000 წვევამდელი ჰყავს რესპუბლიკას. 1992 წლის  26 მაისს რუსეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც რუსი ჯარი ტოვებდა ჩეჩნეთის რესპუბლიკას. 7 ივლისისთვის ჩეჩნეთი რუსი ჯარისგან გაიწმინდა.

1992 წლის 17 მარტს ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტმა კონსტიტუცია მიიღო,  რუსეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკუთარი კონსტიტუცია.  საქართველოში პუტჩის წარმატებით შესრულების შემდეგ მოსკოვმა ჩეჩნეთშიც  სცადა იგივე სცენარის განმეორება, მაგრამ ისევ უშედეგოდ. ამბოხებულებმა ტელევიზიისა და  რადიოს აღება სცადეს.  აღელვებულმა მოსახლეობამ პუტჩისტები გაყარა შენობიდან.

1992 წლის აგვისტოს ბოლო ფულის ერთეული "სომი" და პასპორტი მზად იყო.

1993 წლის აპრილში გამოჩნდა, რომ პარლამენტის ნაწილის გადაბირება კრემლმა მოახერხა. პარლამენტის თავმჯდომარედ იუსუფ სოსლანბეკოვი აირჩა, ვიცე-პრემიერად კი იარგი მამოდაევი. თანამდებობის დამტკიცებისთანავე მამოდაევმა შექმა პრეზიდენტის საწინააღმდეგო ბლოკი, სახალხო მეურნეობის დარგების წარმმართველი კომისიების სახელით. იცე-პრემიერი პრივატიზაციას მოითხოვდა და მას მხარს უჭერდა ის ხალხი,  ვინც ძალიან დაბალ ფასად შეიძინეს  სხვადასხვა აქტივები. სამჯერ შეიცვალა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა იმის გამო, რომ მოსკოვი ყოველ ჯერზე ახერხებდა თანამდებობის პირების მოსყიდვას.  იჩქერიის პრეზიდენტი ხვდებოდა, რომ რუსეთის მიერ წამოწყებულ ბლოკადას უკიდურესად ცუდი გავლენა ჰქონდა რესპუბლიკაზე  და ამიტომ საჭირო იყო როგორმე რუსეთთან დიალოგი დაეწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უაღრესად რთული და პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. რუსეთის პარლამენტის დაშლის შემდეგ, 1993 წელს წელს, ჯ.დუდაევმა პრემიერ მინისტრს გაუგზავნა წერილი:

"დიდად პატივცემულო ვიქტორ სტეპანოვიჩ!

ჩეჩენ ხალხსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს ურთიერთობა რუსეთთან. 1991 წლიდან მოყოლებული არაერთხელ მოგვიმართავს ამ წინადადებით რუსეთის ხელისუფლებისთვის. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით  მონაწილეობას ამ მოლაპარაკებების პროცესში, მაგრამ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მიზნის საწინააღმდეგოდ, ჩვენ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მიგვაჩნია, რომ ამჟამად შექმნილია ყველა აუცილებებლი წინაპირობა რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების განახლებისა და მისი წარმატებით წარმართვისთვის და, აგრეთვე, იმ საკითხთა კომპლექსის მოგვარებისთვის, ჩვენს ურთიერთობას რომ ეხება ყოველმხრივი თანამშრომლობის პრინციპის საფუძველზე. თქვენდამი და რუსეთის ხელისუფლებისადმი გულწრფელი პატივისცემით ჯ. დუდაევი".

წერილს დუმილით უპასუხეს. სამაგიეროდ, სხვადახვა მრჩევლებსა და შუამავლებს გზავნიდნენ ჩეჩნეთში  და ბერვ დაპირებებს იძლეოდნენ იმ შემთხვევაში თუ რესპუბლიკა საკუთარ განზრახვაზე უარს იტყოდა. " მე მხოლო და მხოლოდ მისი უდიდებულესობა ჩეჩენი ხალხის ნებას გამოვხატავ, მან კი არჩევანი დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე შეაჩერა": ასე პასუხობდა ჯოხარ დუდაევი მათ შემოთავაზებებს.

1994 წლის დასაწყისში რესპუბლიკაში განსაკუთრებით გახშირდა უკანონო ქმედებები და არეულობა.  კრემლი განსაკუთრებულად  ამოქმედდა -  ხელს უწყობდა პატიმრების ციხიდან გაქცევას,იქმნებოდა პრორუსული შეიარაღებული დაჯგუფებები, ტერორისტული აქტები,აწარმოებდა პროპაგანდას ხელისუფლების წინააღმდეგ, ხშირად აწყობდა პროვოკაციებს, დუდაევი მეხუთეჯერ გადარჩა ლიკვიდაციას.  ომის დასაწყებად კრემლმა ნაცნობი პოლიტიკა აწარმოა: მარიონეტი ოპოზიცია დააფინანსა და პირველი შეტაკებები ოპოზიციის ხელით დაიწყო.  

 

 

Comments