ჩეჩნების მორალური ღირებულებები

 


საზოგადოების კულტურაში გამოხატული მორალური ღირებულებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  ცხოვრების ყველა ასპექტზე. უფრო მეტიც, მორალური ფასეულობები (არსებულ სამართლებრივ ნორმებთან ერთად) არეგულირებს  სოციალურ ცხოვრებ.  მორალური ნორმების ტრადიციულ საზოგადოებაში უნივერსალური ხასიათისა იყო და გამოიყენებოდა ცხოვრების ყველა სფეროში. საზოგადოებაში  სტაბილურობა მიიღწევა ან მასში სოციალურად აღიარებული ტრადიციებისა და მორალური ნორმების არსებობის შემთხვევაში, ან სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური სისტემის ცენტრალური რგოლის წყალობით, რომელიც არეგულირებს საზოგადოების ცხოვრება . რაც შეეხება ტრადიციულ ჩეჩნურ კულტურას, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პიროვნების მორალურ თვისებებს.ეს  იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მიღებული მორალური ნორმების შეუსრულებლობა არანაირად არ შეიძლება იყოს გამართლებული - იმ შეთხვევაშიც კი, თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის  სიცოცხლსა და ჯანმრთელობას გაუმართლებელია მორალური ნორმებიდან გადახრ: „ჩეჩნური ტრადიციული საზოგადოება თავდაპირველად უკიდურესადხისტიიყო ადამიანის შეფასებისას -  ითვალისწინებდნენ ადამინის  ქცევის მორალურ სტანდარტებთან შესაბამისობას. ამასთან, არც  ადრეული დამსახურება იყო გათვალისწინებული, არც ეკომოკიმური  და არც ფიზიკური  შესაძლებლობები. ყველა ეს ფასეულობა ჩეჩნების თვალში შეიძლება გაუფასურებულიყო ერთი უღირსი საქციელით. ჩეჩნების მორალური ფასეულობების სიმკაცრე აისახა, ფართოდ გავრცელებულ გამონათქვამში: „იყო ჩეჩენი  ძალიან რთული."

ამავდროულად, უდავოდ, ჩეჩნური ტრადიციული კულტურის მთავარი ღირებულება არის ადამიანის, ინდივიდის პატივისცემა. ჩეჩნების მთელი მორალური და ეთიკური კულტურა ემყარება მთავარ პრინციპს - ადამიანის, როგორც უფლის ქმნილებ უდიდესი ღირებულების ღრმა გააზრებას. ჩეჩნურ ფოლკლორში, რომელიც გამოხატავს  ეთიკურ შეხედულებებს, ხალხის ესთეტიკურ იდეალსა და სულიერ მისწრაფებებს, ერთი ადამიანის სიკვდილი შედარებულია სამყაროს ნგრევასთან.ჩეჩნების მორალური ფასეულობების სისტემაში ძირითადი მორალური და ეთიკური კატეგორიებია: „ადამალლა“ - ჰუმანიზმი; „წენალლა“ - ზნეობრივი სიწმინდე; „ოზდანგალლა“ - თავაზიანობა; „1ილლაკხ“ - ქცევის ეტიკეტი; „ყონახალლა“ -  ვაჟკაცობა; „ეხჰ-ბიახგ“ - სინდისი, მოვალეობის გრძნობა; „ეხჰ“ - სირცხვილი; „ყინხიეთამ“ - წყალობა, თანაგრძნობა; „იახჰ“ - თეთრი შური; „ნისხო“ - სამართლიანობა; „სობარ“ - მოთმინება; „მარშო“ - თავისუფლება.

ტრადიციული ჩეჩნური მორალური კულტურა ეფუძნება  უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს. ტრადიციული ჩეჩნური კულტურა, ისევე როგორც  კავკასიური, ხასიათდებაღირსეული ადამიანისკულტით. „ყველაფერი ამორალური ანტისოციალურიაეს ლოზუნგი ჩეჩნური საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების  მნიშვნელოვანი ნაწილია . ადამიანის ღირსება არ არის დაკავშირებული არც მის ეკონომიკურ შესაძლობლებთან, არც მის წარმომავლობასთან და არც თანამდებობასთან . ტრადიციულ ჩეჩნურ საზოგადოებაში ყველაზე მეტად ღირებული მორალური ფასეულობები იყო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპები.  ტრადიციული ჩეჩნური კულტურისა და ეთიკისთვის დამახასიათებელია თანასწორობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის იდეალების დაცვა. ეს იდეალები ღირებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ემსახურებიან არა ინდივიდის ინტერესებს, არამედ მთელი საზოგადოების საკეთილდღეოდ. შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციულ ჩეჩნურ საზოგადოებაში თანასწორობა და სამართლიანობა უფრო მეტად ასოცირდება გარკვეული ქმედებებისთვის შესაბამისი ანგარიშსწორების პრინციპთან, ვიდრე პიროვნების განუყოფელ უფლებებთან.

ჩეჩენი ხალხის არსებობის ბირთვი - თავისუფლება  იყო მორალის განუყრელი ნაწილი. ეს  აისახა როგორც ფოლკლორში, ასევე ხალხურ ტრადიციებში. თავისუფლების მნიშვნელობა ასევე კარგად ჩანს ჩეჩნებს შორის მისალმების ჩვეული ფორმაში: „მარშ ვოღილ“ -თავისუფალი მოდი. ადამიანები გამომშვიდოებებისას ერთმანეთს უსურვებენ: „მარშ ოილ“-  თავისუფალი დარჩი. თუმცა, მკაცრად თვითრეგულირებად ჩეჩნურ საზოგადოებაში თავისუფლება ვერ იქნებოდა აბსოლუტური და შემოიფარგლებოდა საზოგადოების ინტერესებით. რიგითი ჩეჩენი, როგორც იმ თემის სრულუფლებიანი წევრი, რომელშიც ის ცხოვრობდა, იყო  თანასწორი და, შესაბამისად, თავისუფალი. სწორედ საზოგადოების წევრობა უზრუნველყოფდა მის თავისუფლებას და მისი უფლებების ხელყოფისგან გარანტირებულ დაცვას.

ჩეჩნურ საზოგადოებაში საუკეთესო პიროვნული თვისებებად  ხასიათდება თავშეკავება და  მოთმინება (ჩეჩნურად - "სობარი"). ამ თვისებების არსებობა გამომდინარეობდა ჩეჩნების მთელი ტრადიციული, თემობრივი  ცხოვრების წესით. გარდა ამისა, ისლამი მოითხოვდა ადამიანისგან მიმტევლობას, მოწყალებას და მოთმინებას. თვითმმართველობის უჩვეულოდ მაღალი ხარისხი, რომელიც მიიღწევა ზოგადად მიღებული მორალური სტანდარტების საკმაოდ მკაცრი დაცვით,  განიხილება ტრადიციული ჩეჩნური საზოგადოების ერთ-ერთ განმასხვავებელ მახასიათებლად.  კავკასიის ომის დაწყებამდე, რამაც დიდწილად ხელი შეუწყო  თეოკრატიული სახელმწიფო ერთეულის შექმნას იმამ შამილის მეთაურობით, ჩეჩნეთი არ იცნობდა თანამედროვე გაგებით სახელმწიფო ინსტიტუტებს. ტრადიციულ ჩეჩნურ საზოგადოებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობის პირობებში,  რეგულირება ხდებოდა მორალური ფასეულობების სისტემის მეშვეობით: მორალი,  მოქმედებდა როგორც ნორმატიული რეგულირების საშუალება და განსაზღვრავდა ადამიანთა ურთიერთობასა და  საზოგადოებრივ წესრიგს. ზნეობრივი ნორმები ადამიანს ავალდებულებდა  მიჰყოლოდა გარკვეული ტიპის ქცევას და თავიდან აეცილა ის, რაც მას ეწინააღმდეგებოდა. ჩეჩნურ საზოგადოებაში ზნეობრივი ნორმა პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა იურიდიულისაგან. განსხვავებით თანამედროვე საზოგადოებისგან, სადაც მორალური ნორმები არ არის მხარდაჭერილი სპეციალური ინსტიტუტებისა და ორგანოების საქმიანობით, ჩეჩნურ საზოგადოებაში მორალურ ნორმატიულ რეგულირებას ჰქონდა ინსტიტუციური ხასიათი. ამრიგად, დიდი ხნის განმავლობაში ჩეჩნურ საზოგადოებაში მორალი და მორალური და ეთიკური იმპერატივები იყო მისი თვითორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

ტრადიციული ჩეჩნური კულტურის კიდევ ერთი მახასიათებელია ის, რომ მასზე გავლენას არ ახდენს კლასი, რასა ან სხვა პირობითი ფაქტორი და ასევე არ ყოფს ადამიანებს სქესის, ასაკის და .. მიხედვით. ჩეჩნურ საზოგადოებაში მიღებული ზნეობრივი ნორმები ყველას უნდა დაეცვა - განურჩევლად ასაკისა, სქესის, სოციალური მდგომარეობისა. ჩეჩნური კულტურა ატარებს მრავალი კულტურული გავლენის თანმიმდევრული ცვლილების კვალს. მე-16 საუკუნიდან შესამჩნევად გაიზარდა არაბულ-მუსლიმური კულტურული გავლენა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან  ჩეჩნები სულ უფრო მეტად განიცდიან ევროპულ ცივილიზაციის გავლენას, რომლის გაცნობა დიდი ხნის განმავლობაში ირიბად რუსეთის გავლით ხდებოდა. ამჟამად ჩეჩენ ავტორებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ ჩეჩნურ ეროვნულ კულტურას ახასიათებს აღმოსავლური (არაბულ-ისლამური) და დასავლური (ევროპული) კულტურების სიმბიოზი. უფრო მეტიც, არაბულ-ისლამურმა კულტურამ განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ჩეჩენი ხალხის მორალურ იდეებსა და ცნობიერებაზე, ხოლო დასავლური (ევროპული) კულტურის გავლენა ყველაზე მეტად აისახა მატერიალურ და საყოფაცხოვრებო სფეროში.

 


Comments