ბეიბულათ თაიმიევის ეპოქა

 

                                                                

  1820-იან წლებში ჩეჩენი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ხელმძღვანელობდა ჩეჩნეთის გამოჩენილი ლიდერი, სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე, ბეიბულა აიმიევი. მას მხარს უჭერდა, ფაქტორბივად, ჩეჩნეთის მთელი მოსახლეობა. ბეიბულა აიმიევი დაიბადა 1779 წელს, ღარიბ ოჯახში, სოფელ ბილტოიში. თაიმიევს გააჩნდა გამორჩეული  ორატორული ნიჭი, კარგად იცოდა კავკასიაში  ცარიზმის მოქმედებების ბუნება და იცოდა, როგორ დაემყარებინა საჭირო ურთიერთობა ხელისუფლებასთა. რუსულ წყაროებში ბეიბულა პირველად მოიხსენიება 1802 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც ის და მთიელთა ჯგუფი თავს დაესხ კაზაკებს. ამ  მოვლენის შემდეგ ბეიბულა აიმიევის სახელი სულ უფრო ხშირად ისმის კავკასიის ხაზის მარცხენა ფლანგის სამხედრო სარდლობის ანგარიშებში. ის თანდათან იქცევა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჩეჩენ ლიდერად.  მეფის სარდლობამ დაინახა ბეიბულაის   გაზრდილი ავტორიტეტი, ამიტომ  მიზნად დაისახა მისი გადაბირება.  1807 წლის სექტემბერ, რუსეთის ხელისუფლებ  ბეიბულათს მიანიჭა მეორე ლეიტენანტის წოდება. აიმიევმა ლეიტენანტის შემდეგი წოდება მიიღო ერმოლოვის ჩართულობით, 1816 წელს.

   მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიის მთელი რიგი რეგიონები და სახელმწიფოები რუსეთს შეუერთდა, დაუპყრობელ მთიელებზე ეფექტური კონტროლის დამყარება ცარიზმის წმინდა სასაზღვრო ამოცანიდან სტრატეგიულ ამოცანად იქცევა. მისი განხორციელება დაევალა გენერალ   ერმოლოვ, რომელიც 1816 წელს დაინიშნა  კავკასიის კორპუსის მეთაურად. კავკასიაში ჩასვლისას ერმოლოვმა გადაწყვიტა მთელი ყურადღება კავკასიური ხაზის მარცხენა (აღმოსავლეთ) ფლანგზე მექცია. ამ მხრივ, იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ჩეჩნეთში არსებულ მდგომარეობა. 1818 წლის 18 მაისს,  ერმოლოვმა დაიწყო გროზნოს ციხის მშენებლობა. ასე რომ, ერმოლოვმა გადადგა პირველი ნაბიჯი ხანგრძლივი კოლონიზაციისთვის, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება  ცარისტულ ხელისუფლება უკვე მიღებული ჰქონდა .

   იერმოლოვმა  დაიწყო მკაცრი პოლიტიკის გატარება მაღალმთიანების მიმართ,  ხშირი იყო  სადამსჯელო ექსპედიციები ჩეჩნების დასაშინებლად. 1819 წლის სექტემბერში, ურჩი მთიელების დასაშინებლად, ერმოლოვმა მოსახლეობასთან ერთად უსაფუძვლოდ გაანადგურა ჩეჩნური სოფელი დადი-იურტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია კავკასიის ომის ისტორიაში. ასეთიმა პოლიტიკამ   თანდათან გამოიწვია სხვადასხვა ჩეჩნური საზოგადოებების კონსოლიდაცია, რომლებიც ადრე კლანებად და ტომებად იყო დაყოფილი. 1822 წლის თებერვალის ექსპედიცია, რომლის დროსაც მეფის არმიამ გაანადგურა დიდი სოფელი შალი, იყო ბოლო ნაპერწაკალი, რომელიც ერმოლოვის სამხედრო და ეკონომიკური ბლოკადის ფონზე აკლდა ჩეჩნური საზოგადოების კონსოლიდაციის პროცესს. 1822 წელს ჩახშობილი მოძრაობა ახალ ძალას იძენს 1825 წელს.  29 მაისს მაირტუპში გაიმართა წინამძღოლთა კონგრესი, რომელზეც მაირტუპის მოლა  მაგამედ მაირტუფსკი იმამად გამოცხადდა. აჯანყების ფაქტობრივი ლიდერი ბეიბულათ თაიმიევი გახდა, რაც ხაზს უსვამს აჯანყების საერო ბუნებას. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყების მეთაურად რელიგიური პიროვნება აირჩიეს, საერო შეხედულებების მქონე ბეი-ბულათის ავტორიტეტი უფრო მაღალი იყო. აჯანყებაში სასულიერო პირებმა დაქვემდებარებულთა როლი შეასრულეს. აჯანყებულებმა მოითხოვეს მათთვის მიწების დაბრუნება. აჯანყებამ მოიცვა არა მხოლოდ ჩეჩნეთი, არამედ კუმიკიაც.

   ბეიბულა აიმიევს კარგად იცნობდნენ არა მარტო კავკასიაში, არამედ პეტერბურგის უმაღლეს წრეებშიც და რუსეთის ფარგლებს გარეთაც. ის არაერთხელ ცდილობდა დაღესტანთან, ყაბარდასა და საქართველოსთან ურთიერთობის დამყარებას. ამ მიზნით ირანშიც კი წავიდა. როგორც ჩანს, მას ესმოდა, რომ შეუძლებელი იყო მარტო ეომა   ერთ-ერთი უძლიერესი არმიის წინააღმდეგ, რომელმაც იმ დროისთვის დიდი გამოცდილება მიიღო საფრანგეთთან, თურქეთთან და ირანთან ომებში.

   1925 წლის 29 აგვისტოს ბეიბულაი 60 მხედრით თავს დაესხ გროზნოს ციხეს.ამ ციხის აღების შემდეგ ხელშესახები დანაკარგების გარეშე ბრუნდება ხანკალას ხეობაში. მ.ვაჩაგაევის თქმით, ეს ქმედება პროპაგანდისტული მიზნით იყო ჩადენილი. ჩრდილოეთ კავკასიის უმნიშვნელოვანესი ციხე-სიმაგრის აღებას ჩეჩნებ უნდა შთაგონებინა და ეჩვენებინა ცარისტულ ჯარებზე გამარჯვების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მცირერიცხოვანი ჯარი და სუსტი იარაღი  გააჩნდათ .

  იერმოლოვი, კავკასიაში ყოფნის ბოლო წლებში, მივიდა დასკვნამდე, რომ მხოლოდ ძალისმიერი ზომები არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ჩეჩნები გადაექცია რუსეთის სახელმწიფოს მორჩილ ქვეშევრდომებად. ბეიბულათ თაიმიევმა  აიძულა ერმოლოვი გადაეხედა თავისი შეხედულებების სისტემა ჩეჩნეთში რუსული ძალაუფლების დამყარების მეთოდებსა და საშუალებებზე. ერმოლოვი მიხვდა, რომ მკაცრი და რეპრესიული პოლიტიკით შეუძლებელი იქნებოდა მაღალმთიანთა ბრძოლის ცეცხლის ჩაქრობა. შემდეგ კი 1826 წლის 20 თებერვალს შეადგინა და გაუგზავნაპროკლამაციაჩეჩნურ სოფლებს. 1818 წლის ადრეულ პროკლამაციებთან შედარებით, 1826 წლის გამოცხადებული პროკლამაციას უფრო შერბილებული ტონი ჰქონდა, ნაკლებამ მკაცრი და ზომიერი პოლიტიკა იკითხებოდა   ამ დოკუმენტში.

  ბეიბულათ თაიმიევი ამ ეპოქის  ყველაზე გამორჩეული პიროვნება  იყო. ის იყო სახალხო ლიდერი, რომელმაც თავისი ქმედებებით მოიპოვა ავტორიტეტი და პატივისცემა არა მხოლოდ ჩეჩენებში, არამედ კავკასიის სხვა  ხალხებში. თაიმიევი შეიძლება ჩაითვალოს პირველ ჩეჩენ დიპლომატად, რადგან სწორედ მან, ომის მწვერვალზე, დიდი ძალისხმევა გასწია მოლაპარაკებებისთვის.ის იყო მოქნილი პოლიტიკოსი და დიპლომატი. ის ცდილობდა თავისი ხალხის ინტერესები რუსეთის ინტერესებთან გაეერთიანებინა, რათა გარანტირებულიყო კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩამოყალიბებულიყო. მე-19 საუკუნის პირველ მესამედს კავკასიის ისტორიაში, გაზვიადების გარეშე, შეიძლება ეწოდოსბეიბულათის ეპოქა“.


Comments