ვაინახური ტომები ანტიკურ ხანაში


  ჩეჩნეთი და ინგუშეთი  უძველესი დროიდან იყო ძველი ჩეჩნური ტომებით დასახლებული ტერიტორია, რასაც მოწმობს არქაული ქვის იარაღების აღმოჩენ (40 ათას წლის წინანდელი).  ქვის ხანის ადამიანის კვალი აღმოჩნდა როგორც დაბლობზე, ისე ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მთიანეთში. ლითონების აღმოჩენამ (სპილენძის ნაწარმი კავკასიაში ძვ. . V-IV სს-ში გაჩნდა) და მეცხოველეობის განვითარებამ ხელი შეუწყო ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიის, კერძოდ კი მისი მთიანი რეგიონის უფრო განვითარებას. მოსახლეობის მთაში გადაადგილება, უპირველეს ყოვლისა,  ეკონომიკური მიზეზებით იყო გამოწვეული, კერძოდ,  ლითონის საჭიროება და პირუტყვისთვის საძოვრების ძიება. ბრინჯაოს ხანაში და ადრეული რკინის ხანაში (ძვ. . IV-I ათასწლეულის ბოლოს) ძირითადი საქმიანობა იყო მესაქონლეობა და სოფლის მეურნეობა, დიდ როლს თამაშობდა ნადირობაც. ამ პერიოდში, სოციალური სისტემა პატრიარქალური და ტომობრივი იყო.

  II ათასწლეულის ბოლოს და I ათასწლეულის პირველ ნახევარში ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ადგილობრივი კავკასიური ტომების ორი ჯგუფი, რომლებსაც მეცნიერები კობანისა და კაიაკენტ-ხოროჩოევის კულტურების ტომებს უწოდებენ. კობანი ტომებმა დაიკავეს დასავლეთ ჩეჩნეთის, ინგუშეთის და უფრო დასავლეთით, ზემო ყუბანის ტერიტორია. კაიაკენტ-ხოროჩოევის ტომები ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ ჩეჩნეთსა და დაღესტანში. დღესაც იკვლევენ ამ ტომების კავშირებ კავკასიის სხვა რეგიონების მოსახლეობასთან.

  კავკასიის იმ მხარეში უძველესი დროიდან მიმდინარეობდა სავაჭრო და სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები ევროპისა და აზიის მოსახლეობას შორის. ამიტომაც, ამ ტერიტორიაზე  იმალება მატერიალური კულტურის სხვადასხვა ძეგლები, რომლებიც დატოვეს არა მხოლოდ ადგილობრივმა ავტოქტონურმა ტომებმა - ჩეჩნებისა და ინგუშების უშუალო წინაპრებმა, არამედ მთელმა რიგმა უცხო ტომებმა, რომლებიც მეტ-ნაკლებად დიდხანს ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე.

  ამ ტომებისთვის განსაკუთრებით დიდი პრობლემა იყო ჩრდილოეთ სტეპებიდან მოსული, მომთაბარე ტომების შემოსევები. ესტომები ხშირად ახერხებდნენ დაბლობების აღებას, რაც  ადგილობრივ მოსახლეობას მთებში გადასვლისკენ უბიძგებდ. ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე ადრეული მომთაბარე შემოსევა, რომელიც დაფიქსირებულია წერილობით ისტორიულ წყაროებში, არის სკვითების შემოჭრა და მათი ლაშქრობები, კავკასიის გავლით, მცირე აზიაში (ძვ. . VII .). ირანულენოვანი სკვითური ტომები, რომლებიც გამოვიდნენ თანამედროვე ყაზახეთისა და ქვემო ვოლგის რეგიონის სტეპებიდან,  შეიჭრნენ ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობაში და, მათი წინააღმდეგობის გადალახვით, შეაღწიეს სამხრეთ კავკასიაში, სადაც დაიწყეს  აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების დარბევა . ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე აღწერს სკვითების სამხედრო რაზმების საქმიანობას ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო ქართველი ავტორი ლეონტი მროველი აშუქებს მომთაბარეების წინააღმდეგ ბრძოლას კავკასიაში და მისი მრავალი ცნობა დასტურებს ამ ფაქტს.  ჩეჩნეთში სერჟენ-იურტის გორაკის კვლევებმა გამოავლინა სკვითების მიერ ადგილობრივი (კობანის) ტომის თავშესაფრის სასტიკი თავდასხმისა და განადგურების სურათი. ლეონტი მროველის გადმოცემით, უცხოტომელებთან შეჯახების შედეგად დამარცხებულმა კავკასიელებმა მთებში დაიხიეს და ძნელად მისადგომ ხეობებში გამაგრდნენ. ამის შემდეგ ქართულ მატიანეში ჩნდება კიდევ ერთი ეთნიკური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ვაინახების წინაპრებს - დურძუკებ. ეს ტერმინის ლეგენდარული გმირის,დურძუკას, სახელს უკავშირდება.  

  დროთა განმავლობაში  ვაინახებმა დაიწყეს ახალმოსახლეების გაძევება ნაყოფიერი დაბლობებიდან, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში გაჩენილ ახალ ძლიერ მომთაბარე  ტომები  (სარმატები, ალანები და სხვ.)  წინააღმდეგობას უწევდნენ და დაბლობში სრულად გადმოსახლების საშუალებას არ აძლევდნენ.

  ამ ეპოქის ყრუ მოგონებები ჩვენამდე ვაინახური ქვეყნების  ოპონიმური სახელებით აღწევს. მაგალითად, ჩეჩნეთის დაბლობზე ორი მდინარე, ვალერიკი და მარტანი, ერთმანეთისგან არც თუ ისე შორს, სუნჟაში ჩაედინება. სახელი ვალერიკი (უფრო ზუსტად - ვალარგი) ჩეჩნური ენიდან ითარგმნება, როგორც "ხალხის სიკვდილის მდინარე", ხოლო მარტანი (მარდ-ტან) სარმატულ-ალანურ ენაზე ნიშნავს "მკვლელ  მდინარეს", "მიცვალებულთა მდინარეს“. ორივე მდინარეს ერთნაირი მნიშვნელობის ბნელი სახელები კავშირებს, მაგრამ სხვადასხვა ენაზე. ისტორიკოსმა .ვინოგრადოვმა, ეს ფაქტები შედარა ზოგად ისტორიულ მდგომარეობასთან და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ორი მდინარის რეგიონი იყო სასაზღვრო ზონა ვაინახსა და ირანულენოვან ტომებს შორის და იყო ხშირი შეტაკებების ადგილი, რომლის დროსაც მრავალი ჯარისკაცი იღუპებოდა ორივე მხრიდან. ამ ტრაგიკულმა მოვლენებმა განაპირობა ასეთი სპეციფიკური ჰიდრონიმების გამოჩენა.

 მტრულად განწყობილ ტომებს შორის ურთიერთობა არ შემოიფარგლებოდა  ურთიერთშეტევებით. დროთა განმავლობაში მათ დაამყარეს ურთიერთსასარგებლო და ურთიერთდათმობითი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები. მომთაბარეების ნაწილმა დაიწყო სოფლის მეურნეობაზე გადასვლა და დაარსა გამაგრებული დასახლებები, რომელთა ნაშთები აღმოაჩინეს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე.

 „ქართლის ცხოვრებაშიაღწერილია საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობა ვაინახურ ტომებთან. მაგალითად, მოთხრობილია, თუ როგორ ჯანყდნენ ერისთავები (იბერიის სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქების მმართველები) ფარნავაზის , საურმაგ მეფეს, რადგან  მისი მოკვლა სურდათ. საურმაგი ფარულად გაიქცა დურძუკების ქვეყანაში, დედის ძმებთან. საურმაგ მეფემ  მათი დახმარებით  ჩაახშო აჯანყება (ძვ. . III .).

  გარკვეული ცნობები ჩეჩნებისა და ინგუშების წინაპრების შესახებ თავად ანტიკური ეპოქის ავტორების თხზულებაშიც გვხვდება. ამგვარად, ყურადღებას იქცევს სტრაბონის გეოგრაფიაში, პლინიუს უხუცესთან და პლუტარქესთან (ახ. . I-II სს.) მოხსენიებული გარგარეელი ხალხის სახელი. გარგარეი ლოკალიზებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში, დაღესტნის გელებისა და ლეგების ტომებთან. მიჩნეულია, რომ ვაინახური ეთნიკური თემ გარგარეისთან უნდა იყოს დაკავშირებული, ვინაიდან ეს ტერმინი, დღესაც კი, ნათესავის მნიშვნელობას ატარებს(ინგუშურად - გარგარ, ჩეჩნურად - გერგერ). 

 ადრეული შუა საუკუნეების (V-X სს.) ვაინახური ტომების შესახებ წერილობითი მტკიცებულებები მწირია და ფრაგმენტულია. ამ პერიოდის განმავლობაში ვაინახებ იმავე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, რომელიც  ეპოქის დასაწყისში დაიკავეს, ანუ ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მთიანი ნაწილი და ასევე, შესაძლოა, თანამედროვე ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს ზოგიერთი მიმდებარე რეგიონი.


Comments