ჩეჩნეთში ისტორიული, ისლამამდელი წარმართობის კვალის დადასტურება მარტივია. ამაზე მოწმობს
სხვადასხვა ისტორიული ძეგლები და ჩეჩნური ენა. წარმართობის ეპოქაში საფუძველი
ჩაეყარა ჩეჩნური ეთნოსის მენტალიტეტს, ღირებულებით დამოკიდებულებებსა და მთლიანად
კულტურას.
ვაინახების წარმართული კულტურა საკმაოდ განვითარებული იყო, შეიცავდა მითოლოგიას, მთავარი
ღვთაებების პანთეონს, ჰყავდათ რელიგიური პირები და ჰქონდათ წმინდა სალოცავი ადგილები. ვაინახთა უძველესმა რელიგიამ გაიარა გრძელი ისტორიული
გზა ტოტემიზმიდან - რელიგიის უძველესი ფორმა - ღმერთების პერსონიფიკაციამდე. ცნობილია,
რომ VI საუკუნის ბოლოდან
კავკასიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (სომხეთი, იბერია, ალბანეთი) სასანურმა
ირანმა დაიპყრო. სასანური ირანის ოფიციალური
რელიგია - ზოროასტრიზმი - დაპყრობილ ტერიტორიებზე გავრცელდა,
რამაც,
რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენა იქონია კავკასიის ხალხების რელიგიურ შეხედულებებზე.
მუდმივი ურთიერთკავშირი, მსგავსი გეოგრაფიული პირობები, ადამიანთა მისწრაფებებისა
და ცნებების ერთობლიობა ქმნიდა
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ნათესაურ კულტურას და ცხოვრებას. მაღალმთიანებს ჰქონდათ
საერთო სალოცავი ადგილები, ხშირად ლოცულობდნენ ერთსა და იმავე წარმართი ღმერთებისთვის და ერთად აღნიშნავდნენ ხალხურ დღესასწაულებს.
ისტორიული განვითარების პროცესში ვაინახებმა დაიწყეს სხვა ჩრდილოკავკასიური ტომებისგან მათთვის დამახასიათებელი
კულტურული ნიშნებით გამორჩევა -
ენა, უძველესი სიმბოლოები, რელიგიური
იდეები, კულტები, ორნამენტები. ვაინახების მრწამსის შესახებ შუა საუკუნებამდე ისტორიული
ცნობები არ მოიპოვება, ამიტომ ვაინახების უძველეს რელიგიაზე საუბრისას მხოლოდ ენის
მონაცემებს ვეყრდნობით. ენის
ბარიერი და
ღვთაებებისა და საკურთხევლების სახელების ცუდი ტრანსკრიფცია ართულებს მათ სიღრმისეულ შესწავლას, მაგრამ მდიდარი არქეოლოგიური
და ეთნოგრაფიული მასალა საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ ვაინახების ისლამამდელ რწმენაზე
- სხვადასხვა
სულების - კეთილი და ბოროტი და სხვადასხვა
ღვთაებების - წინაპრების (ტოტემების), ზოგჯერ ფრინველებისა და ცხოველების სახით.
განვიხილოთ წარსულში ცნობილი და საყოველთაოდ პატივცემული
წარმართული ღვთაებები, რომლებიც, დროთა განმავლობაში
მათ საერთო ტომებად გადაქცევამდე, ცალკეული ტომების ღმერთებად ითვლებოდნენ შორეულ პერიოდში.
„დელა“ ვაინახების „მთავარი“ ღმერთი იყო და ამავე
დროს ზოგადად ღმერთის საერთო სახელიც. ეს
ღვთაება ვაინახური ტომის პირველი
თაყვანისცემის ობიექტი იყო. „დელა“ პანთეონის
„მთავარი“ ღმერთი იყო და
ამ დრომდე შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა.
„დელა“ ითვლებოდა მზისა
და ცის ღმერთი, სხვა ღმერთების მამად. „თუშოლი“ - თავდაპირველად, ფლორის, შემდეგ
ნაყოფიერების ქალღმერთი იყო. „თუშოლის“ღვთაებას პანთეონში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი
ეკავა. ამას მოწმობს ცნობილი ფალიური ძეგლები, თუშოლისთვის მიძღვნილი საკულტო ნაგებობების საკმაოდ მნიშვნელოვანი
რაოდენობა და უამრავი ფოლკლორული მასალა. „ თუშოლს“ სალოცავებზე ჰქონდა გამოსახულება - ხის, უფრო
ადრე კი ვერცხლის კერპები ქალის ფიგურის სახით. მაღალმთიანი ტბის გალან-ჩოჟის მიდამოებში ნაპოვნია, სამეცნიერო
ღირებულების მე-15-მე-18 საუკუნეების სტილიზებული ქვის ქანდაკება,
რომელიც ეძღვნება ნაყოფიერების ქალღმერთ თუშოლს. უზარმაზარი კლდოვანი ლოდიდან მოჩუქურთმებული
ქანდაკება 4,5 მ სიმაღლეს აღწევს და დაახლოებით ორ ტონას იწონის.
ვაინახების
პანთეონში სხვა ღვთაებებიც არსებობდნენ. „სიელა“ იყო ჭექა-ქუხილის ღმერთი, ზნეობის
მცველი. „გალ-ერდი“ იყო მესაქონლეობისა და ზოგადი კეთილდღეობის მფარველი. „სთიგალა“
ცის ღვთაებაა. „კინჩი“ მთვარის ქალღმერთია. ამ ღვთაებიდან ბევრს პატივს სცემდნენ როგორც
მფარველებს გასული საუკუნის დასაწყისშიც. „ელტა“
გარეული ცხოველების მფლობელი და მონადირეების მფარველია. ლეგენდის თანახმად, ელტა ცალთვალა
იყო, მისი სახელს მზის ჩასვლის შემდეგ არ წარმოთქვამდნენ და დღისითაც კი უპირატესობას
ანიჭებდნენ სხვა სახელით მოხსენიებას. „ელ-და“
- ჩეჩნებისა და ინგუშების მითოლოგიაში მიცვალებულთა
ღმერთი იყო. მას განგების ნიჭი ჰქონდა და ბრძენი
იყო. ის განსჯიდა მიცვალებულთა სულებს: მათ მიერ სიცოცხლის განმავლობაში ჩადენილი საქმის
შესაბამისად, კეთილი იგზავნება სამოთხეში, ცოდვილები ჯოჯოხეთში. ასევე, იყო სამოთხის
ღმერთი - „გურმეცუ“ და ომის ღმერთი - „მოლძი-ერდი“. ჩეჩნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ
ბუნების ელემენტების პატივისცემას. თითოელ ელემენტს გააჩნდა თავის უფროსი და ეს უფროსი
ძირითად შემთხვევაში დედა იყო: „ხინანა“ -
წყლის დედა, „დერცნანა“ - ქარბუქის დედა, „მეხნანა“ - ქარების დედა, „წენანა“- ცეცხლის
დედა. „პანთეონის ღმერთები“ ზრუნავდნენ „მოსავალზე,შთამომავლობაზე,
წარმატებულ ნადირობაზე, სამხედრო წარმატებაზე, ანუ ყველაფერზე, რაზეც დამოკიდებული
იყო მთიელთა ცხოვრება. წარმართულ წეს-ჩვეულებებს თან ახლდა ლოცვა და მსხვერპლშეწირვა,
ასევე სიმღერა, ცეკვა, მკითხაობა, შეჯიბრებები და ა.შ. ეს ხდებოდა საკურთხევლის კედლებთან
- სპეციალური ნაგებობები - ღვთაებათა "საცხოვრებლები".
ვაინახები
პატივს სცემდნენ ადგილობრივ მთებს, კლდეებს, ქვებს, კორომებსა და ტბებს. ყველაფერი
აუხსნელი ზებუნებრივი ძალით იყო დაჯილდოვებული. ციდან ჩამოვარდნილი ქვა, ანუ მეტეორიტი
და უბრალოდ გზაზე დაყრილი ქვები, ნებისმიერი ხე, ნაკადი, წყარო, ქარი, ეს
ყველაფერი ანიმაციური და ძალაუფლებით სავსე იყო. განსაკუთრებული პატივისცემის საგნები
იყო ეგრეთ წოდებული წმინდა ქვები. ხალხის აზრით, ისინი დაჯილდოვებულნი იყვნენ ფანტასტიკური თვისებებით.
ვაინახების
უძველესი რწმენით ბუნებასა და საგნებში უამრავი
სული ბინადრობდა, როგორც კეთილი, ისე ბოროტი. არსებობდნენ მფარველი სულებიც - „თერიმები“.
ვაინახებს სწამდათ, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდა მფარველი სული, რომელიც იცავდა მას.
კარგი სულები ცხოვრობდნენ სუფთა ადგილებში:
წმინდა კორომები, სამკურნალო წყაროები, რომლებიც ბევრია ჩეჩნეთ-ინგუშეთში. „თერი“ შეიძლება
ბინადრობდეს გარკვეულ ცხოველებში: აუროხები, ირმები, მგლები და ვერძები. ასევე, ისინი
ბინადრობდნენ ზოგიერთ ფრინველში: არწივი, ბუ,
მტრედი, მერცხალი. კეთილი სულის ძალას ფლობდა
ხე, კვერთხი, შავი ლობიო. ვაინახების ანიმისტურ
შეხედულებებში სულების იერარქია იყო. დაბალი დონის სულებს არ შეეძლოთ ცხოველებსა და
ადამიანებში ბინადრობა. მაღალი რანგის სულები
ბინადრობდნენ ნებისმიერ ობიექტში.
ვაინახების
ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ცხოველთა თაყვანისცემას. ცალკეული ცხოველები
სულიერი და ზებუნებრივი ძალების მატერიალურ განსახიერებად იყო წარმოდგენილი. ყველაზე
პატივსაცემი ცხოველები იყო ირემი, ტური, ხარი, ვერძი, ცხენი და მგელი. ეს უკანასკნელი
განასახიერებდა გამბედაობას, მელა და ზღარბი - გონიერებას, ეშმაკობას, ლომი - სიდიადეს.
ვაინახები ზოგიერთ ცხოველს მიაწერდნენ ადამიანისათვის უხილავი ძალების დანახვის და
შეგრძნების უნარს. ეს ცხოველებბი ითვლებოდნენ შუამავლებად, რომლებსაც შეეძლოთ "ქვედა სამყაროში" - ქვესკნელში შეღწევა.
ამ უნარს ფლობდნენ ცხოველები - კატა, ზღარბი, გველი, ბაყაყი და ფრინველებიდან - არწივი,
ფალკონი, მტრედი, მერცხალი, ბუ, მამალი, ღამურა.
ისლამი,
რომელმაც შეაღწია მაღალმთიანეთში, მათ შორის ჩეჩნებში, დიდი ხნის განმავლობაში წინააღმდეგობაში იყო წარმართობასთან. შეიძლება ითქვას,
რომ ეს მდგომარეობა ამჟამად ბოლომდე დაძლეული არ არის, თუმცა ჩეჩნების ეთნიკურ კულტურაში
ისლამის პოზიციები მყარდება.
Comments
Post a Comment