ჩეჩნეთის ეროვნული გმირის, იუსუბ ჰაჯი ტემირხანოვის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. ის 2018 წლის 3 აგვისტოს, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში (ომსკის რეგიონი, სამხრეთ-დასავლეთ ციმბირი), გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. იუსუბ ტემირხანოვი 2011 წელს დააპატიმრეს, იური ბუდიანოვის მკვლელობის ბრალდებით და 15 წელი მიუსაჯეს. ტემირხანოვმა მისთვის სრულიად უცნობი გოგონას მკვლელობისთვის შური იძია, ასევე სრულიად უცნობ ადამიანზე, რომელიც საკუთარი ქმედებით ყველა ჩეჩენის ღირსებას შეეხო.
იური
ბუდიანოვი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყოფილი პოლკოვნიკი იყო, რომელიც ჩეჩნეთის ომის დროს განსაკუთრებული
სისატიკით გამოირჩეოდა. ბუდიანოვის ყველაზე ცნობილი სისატიკე ელზა კუნგაევის მკვლელობა იყო. 2000 წელს
ბუდიანოვმა სოფელ ტანგი-ჩუში, საკუთარი სახლიდა,
გაიტაცა 18 წლის, ჩეჩენი გოგონა,
ელზა კუნგაევა, რომელიც სამხედრო ბაზაზე მიიყვანა, ჯერ იძალადა და შემდეგ მოკლა. მკვლელობა გახდა ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული დანაშაული ჩეჩნეთის
მეორე ომის დროს (1999-0209 წწ.). მანამ, სანამ ამ დანაშაულს არ მოჰყვა საზოგადოების დიდი გამოხმაურება, ბუდიანოვის
გასამართლება არც კი განიხილებოდა. 2003 წელს, შექმნილი ვითარების გამო, მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ელზა კუნგაევას გატაცებისა და მკვლელობისთვის და
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ასევე ჩამოერთვა სიმამაცის ორდენი
და სამხედრო წოდება.ბუდიანოვის სასამართლო პროცესს „დაემთხვა“ ადვოკატი სტანისლავ მარკელოვის
მკვლელობაც, რომელიც წარმოადგენდა ელზა კუნგაევას ოჯახის ინტერესებს. 2009 წლის იანვარში
ის პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 2011 წლის 10 ივნისს ,მოსკოვში, ბუდიანოვს სრულიად
შემთხვევით გადაეყარა იუსუფ თემირხანოვი და
ადგილზევე მოკლა. ბევრ ცრუ ინფორმაცია ვრცელებოდა
რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში. მკვლელობის
მოტივის სხვა კონტექსტში წარმოჩენის და ტემირხანოვის რადიკალიზმთან დაკავშირებას ცდილობდენენ, მაგრამ, რა თქმა უნდა,
არც ერთი ბრალდება არ დადასტურდა. ტემირხანოვი რიგითი ჩეჩენი იყო, რომელსაც მოსკოვში
საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და მის განვითარებაზე მუშაობდა. სასამართლოს მსვლელობისას მოსამართლემ ბრალდებულს
ჰკითხა - „თქვენ, წარმატებულმა ბიზნესმენმა მთელი ცხოვრება სასწორზე დადეთ იმ გოგოს
გამო, რომელიც არც კი გინახიათ, რატომ? მისი პასუხი ასეთი იყო: „მე ჩეჩენი ვარ.“
2013
წელს კოლონიაში მისვლისთანავე ტემირხანოვი მოწამლეს, ეს ინფორმაცია მისი ადვოკატის,
მურად მუსაევისგან გახდა ცნობილი.მისი თქმით, 1,90 მეტრი სიმაღლის
თემირხანოვი მხოლოდ
40 კილოგრამს იწონიდა. მკაცრი
რეჟიმის კოლონიაში „არსებობამ“ (და არა ცხოვრებამ), მკაცრმა მოპყრობამ და წამების შედეგებმა მალევე თავი იჩინა. მას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის უკმარიობა
დასახელდა, ეს ვერსია თემირხანოვის ადვოკატმაც დაადასტურა. ადვოკატის განცხადების მიუხედავად,
გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასახელება ძნელია,
რადგან იმ პირობებში, რა პირობებშიც თემირხანოვი იმყოფებოდა რეალური მიზეზის დადგენა
პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ბუნებრივი სიკვდილითაც
რომ გარდაცვლილიყო ვერავინ შეცვლის იმ ფაქტს, რომ წლების მანძილზე აწამებდნენ და თავად
მოამზადეს ნიადაგი მისი სიკვდილისთვის.
იუსუფ-ხაჯი თემირხანოვის გარდაცვალებამ და დაკრძალვამ
მსოფლიოს აჩვენა სრულიად განსხვავებული ჩეჩნეთი, რადიკალურად განსხვავებული იმისგან,
რომელსაც კრემლის პროპაგანდა საგულდაგულოდ
აჩვენებდა მრავალი წლის განმავლობაში. თემირხანოვის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გაცვრცელებიდან
რამდენიმე საათში, როდესაც მისი ცხედარი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოსვენებული მშობლიურ სოფელ გელდაგენში, ხალხის ბრბო შეიკრიბა, ინგუშეთიდან, დაღესტნიდან და კავკასიის სხვა
რეგიონებიდან დელეგაციები ჩავიდნენ ჩეჩნეთში, რათა
გამოეხატათ მწუხარება და მადლიერება მისი ოჯახის წევრებისთვის. სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართა მსოფლიოს თითქმის
ყველა ქვეყანაში, სადაც ჩეჩნური დიასპორა ცხოვრობს.
სინამდვილეში, ბუდიანოვის დანაშაული მხოლოდ ერთი ეპიზოდია ჩეჩნეთში
რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ათასობით
ასეთი დანაშაულიდან. უბრალოდ, პოლკოვნიკ-პედოფილის საქმემ ფართო მასშტაბები მიიღო პოლიტიკური მიზეზების გამო.
გადაწყვიტეს
ხალხისთვის ეჩვენებინათ რუსული „დემოკრატია“ და „ადამიანის
უფლებები“. ეს საქმე გახდა კავკასიაში რუსული ბოროტმოქმედების ერთგვარი სიმბოლო. ათასობით სხვა ბუდიანოვმა, ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩაიდინა იმაზე უარესი დანაშაული, ვიდრე ბუდიანოვმა, მაგრამ ბევრი მათგან
დღესაც ატარებს „ღირსების ორდენს“.
Comments
Post a Comment