27 აგვისტოს, პანკისის ხეობაში,
„პანკისი ინფოს“ ორგანიზებით, მოეწყო აქცია „ერთად ვიზრუნოთ პანკისზე“. დასუფთავდა, ის
ტერიტორია, სადაც
მძიმე ანტისანიტარული მდგომარეობა იყო შექმნილი. აღნიშნულ
აქციაში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ მსურველს. ადგილზე
20-მდე ადგილობრივი
მოხალისე მუშაობდა,
რომლებსაც „პანკისი ინფომ“ გაუწია ტრანპორტირება და მობილიზება . დასუფთავების
აქცია სოფელი დუისიდან დაიწყო და სარწყავ არხთან
მდებარე საპიკნიკე გორა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან
გაიწმინდა. ამ ლოკაციის გასუფთავება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს
ტერიტორია მიმზიდველია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისა
და დამსვენებლებისთვის.
დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი. „პანკისი
ინფო“ მომავალშიც
გეგმავს, პანკისის ხეობის სხვადასხვა ტერიტორიებზე, მსგავსი ღონისძიებების
ჩატარაებას. ჩვენი მიზანია, მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო. უახლოეს პერიოდში, „პანკისი ინფო“ ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნების განთავსებასაც გეგმავს, იმ ლოკალიციებზე, სადაც ამის საჭიროებაა.
პანკისის მოსახლეობის ყველაზე დიდი სიმდიდრე ულამაზესი ბუნება და სუფთა ჰაერია.
იმისთვის, რომ ხეობის ეს ხიბლი შენარჩუნდეს, საჭიროა მოვუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს, რადგან გარემოს დაბინძურება უარყოფითად აისახება ადამიანის ქმედებებზე, ქცევაზე და სოციალურ ცხოვრებაზე.
ეს თითოეული ჩვენთაგანის ვალია. ჩვენს ბუნებას მუდმივად სჭირდება მოფრთხილება. არც ერთი ცოცხალი არსება ისეთ ზიანს არ აყენებს მშობლიურ კუთხეს, როგორსაც ჩვენ, მოსახლეობა. დაუდევარი მოქმედებების შედეგად, ნადგურდება უნიკალური მცენარეები, ქრება ცხოველთა ბევრი ჯიში, ბინძურდება წყალი და ჰაერი. ამ ყველაფრის შედეგად კი, პირველ რიგში, დაზარალდება მოსახლეობა, განსაკუთრებით,
მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სოფლის მეურნეობითა და ტურიზმით არის დაკავებული.
მუსლიმ თემს გარემოს დაცვა ნამდვილად არავისგან არ უნდა ესწავლებოდეს და არ უნდა საჭიროებდეს გარემოს დაბინძურებაზე მონიტორინგის გამკაცრება, რადგან გარემოს დაბინძურებას თავად ყურანი კრძალავს. წინასწარმეტყველი ყოველთვის მოუწოდებდა თავის ხალხს სიწმინდისაკენ: "ალლაჰი სუფთაა და უყვარს სისუფთავე.
შეინარჩუნე სისუფთავე შეძლებისდაგვარად. ალაჰმა ისლამი შექმნა სისუფთავეზე. სამოთხეში სუფთა ადამიანის გარდა არავინ შევა."
Comments
Post a Comment