იჩქერიის დამოუკიდებლობის დღე


    6 სექტემბერს 31 წელი შესრულდა იმ მოვლენიდან, რომელმაც ჩეჩნეთის თანამედროვე ისტორია ჩაუყარა საფუძველი. მრავალი წლის შემდეგ ჩეჩნეთმა შეძლო დე-ფაქტო დამოუკიდებლობის მოპოვება და ამ დამოუკიდებლობისთვის მრავალწლიანი ომის წარმოება. ახლა 6 სექტემბერს ჩეჩნეთში აღინიშნება  „სამოქალაქო შეთანხმების, ერთიანობისა და შერიგების დღე“, როგორც ეს რეგიონის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მამამ, ახმა კადიროვმა დააწესა. ადრე იჩქერიაში  ფართოდ აღინიშნებოდა  "დამოუკიდებლობის დღე".

   1990 წელს მაშინ, ჯერ კიდევ, რსფსრ-ს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელცინმა   მიმართა რესპუბლიკებს: ''მოიპოვეთ იმდენი სუვერენიტეტი, რამდენიც ხელგეწიფებათ'' . ჩეჩნეთმა ისარგებლა რუსეთში არსებული სიტუაციით და საორგანიზაციო კომიტეტმა ჩეჩენი ხალხის პირველ ეროვნულ ყრილობაზე მოიწვია ავტორიტეტული პირები, მათ შორის, გენერალი ჯოხარ დუდაევი, რომელიც იმ პერიოდში ლატვიაში მოღვაწეობდა. ამ ყრილობის გადაწყვეტილებით შეიქმნა აღმასრულებელი კომიტეტი და მიღებულ იქნა დეკლარაცია ჩეჩნეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე.  ამ პერიოდში საბჭოთა კავშირის სიძულვილით შეპყრობილი  მოსახლეობის დიდი ნაწილი  ქუჩაში იყო გამოსული და უწყვეტ მიტინგს მართავდა.   მთავარი მოთხოვნა ჩეჩნეთ-ინგუშეთის  რეპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და პრეზიდიუმის გადადგომა იყო. 1991 წლის 19 აგვისტოს პრორუსული მთავრობის ხელმძღვანელი, დოქუ ზავგაევი გააძვეს ჩეჩნეთიდან.  1991 წლის 6 სექტემბერს, ჩეჩენი ხალხის ეროვნულმა კონგრესმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადა.

    1991 წლის 27 ოქტომბერს ჯოხარ დუდაევი ხმათა 91.9-ით გახდა იჩქერიის პირველი  პრეზიდენტი. ჯოხარ დუდაევისა და მისი თანამოაზრეების  მთავარი მიზანი ნანატრი  დამოუკიდებლობის შენარჩუნება და სხვა სახელმწიფოებისგან აღიარების მოპოვება იყო. ახალ არჩეულ პრეზიდენტს, ჯოხარს დუდაევს მოუწია  რესპუბლიკის ხელისუფლებაში მოსვლა მაშინ, როდესაც ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მოსახლეობას უკიდურესად აწუხებდა. იჩქერია  იყო დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიის ფასეულობების შექმნასა და შენარჩუნებას ცდილობდა პრეზიდენტი იმ პირობებში, როდესაც  ქვეყანა ურთულეს მდგომარეობაში იყო. კრემლი ჩეჩნეთს საკუთარი პრესტიჟის საქმედ მიიჩნევდ. კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი სტეპაშინმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:  რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახური  მთელ რიგ საიდუმლო პერაციებს ატარებს ჩეჩნეთის წინააღმდეგ".  აშაკარა იყო, რომ  ჩეჩნეთის დასაპყრობად რუსეთი ყველანაირ ძალას იხმარდა.

   ჩეჩნები დამოუკიდებლობის პერიოდში ამ დღეს ფართოდ აღნიშნავდნენ. თითქმის ყველა დასახლებაში იმართებოდა რელიგიური მსხვერპლშეწირვა, გროზნოში იმართებოდა სამხედრო აღლუმი და ხალხური ფესტივალები. გამონაკლისი იყო 1995 და 1996 წლები, როდესაც ჩეჩნეთში პირველი ომი მიმდინარეობდა, მაგრამ მაშინაც უამრავი  აქცია გაიმართა გროზნოს ცენტრში რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნით.

  ჩეჩნეთის ამჟამინდელი პრორუსული ხელისუფლება, არ აღიარებს ამ დღესასწაულს, თუმცა მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის მამა ახმედ კადიროვი წინა წლებში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმების აქტიური მონაწილე იყო.  ჩეჩნეთში ეს დღე არ აღინიშნება. ამის ნაცვლად,  2002 წელს, 6 სექტემბერი რესპუბლიკის დღეგამოცხადდა.  

  დამოუკიდებლობის დღეს ემიგრაციაში წასული ჩეჩნები აღნიშნავენ სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში. სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება გერმანიაში, ავსტრიაში, ნორვეგიაში, ბელგიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. რეგიონის გარეთ მცხოვრები ჩეჩნები ტრადიციულად აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს იმართება იჩერიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციები ჩეჩნეთის ოკუპაციის შეწყვეტის მოთხოვნით, ცერემონიებ და ომის გმირების ხსოვნის საღამოები.   


Comments