საახალწლო შტურმი გროზნოში

 

   27 წლის წინ რუსეთის ჯარმა ჩეჩნეთში ‘’კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაცია’’ დაიწყ. უდავოა, რომ ეს  .. ‘’ოპერაცია’’ რეალურად სრულმაშტაბიანი ომი  იყო. ომის დაწყებას რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი ახლდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ‘’საახალწლო შტურმი ქალაქ გროზნოში’’. ეს შტურმი უნდა ყოფილიყო საახალწლო საჩუქარი რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტისთვის, ბორის ელცინისთვის. ახალი წლის ღამეს, რუსეთის ჯარ შევიდა   გროზნოში, თუმცა იქ ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა, განიცადეს დიდი ზარალი - დაახლოებით 1500 ადამიანი დაიღუპა  და ვერც ქალაქზე კონტროლი დაამყარეს.

  გროზნოში ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1994 წლის 26 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც პაველ გრაჩოვი და სერგეი სტეპაშინი აცნობდნენ რესპუბლიკაში არსებულ ვითარებას.  27 დეკემბერს ბორის ელცინმა ტელევიზიით მიმართა რუსეთის მოქალაქეებს, სადაც განმარტა ჩეჩნეთის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის აუცილებლობა. ელცინმა განაცხადა, რომ . ეგოროვს, .. კვაშნინს და .. სტეპაშინს დაევალათ ჩეჩნურ მხარესთან მოლაპარაკება. 28 დეკემბერს სერგეი სტეპაშინმა განმარტა, რომ საუბარია არა მოლაპარაკებებზე, არამედ ულტიმატუმის წარდგენაზე.

 1994 წლის 31 დეკემბერს რუსული არმიის მიერ გროზნოზე თავდასხმა დაიწყო. დაგეგმილი იყო ოთხი ჯგუფის მიერ "ძლიერი კონცენტრული დარტყმების" მიტანა და ქალაქის ცენტრში  დაკავშირება. სამე­თა­­რო შტაბ­ ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი იყო გროზ­ნო­ში შეს­ვლა და "წეს­რი­გისდამ­ყა­რე­ბა. გათ­ვლა იყო სწრაფ, ელ­ვი­სე­ბურ შე­ტე­ვა­ზე, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე სა­­თი უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. გეგმა ითვალისწინებდა სამხედრო დაჯგუფებების მოქმედებებს ფრონტის ხაზისა და არმიის ავიაციის საფარქვეშ სამი მიმართულებით გროზნომდე წინსვლასა და მის დაბლოკვას. ჯარების საერთო რაოდენობა იყო 15 300 ადამიანი, 195 ტანკი, 500-ზე მეტი ქვეითი საბრძოლო მანქანა, 200 იარაღი და ნაღმტყორცნები. ჯარებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმებთან და ფედერალური კონტრდაზვერვის სამსახურთან ერთად, რომლებიც თავს დაესხნენ ქალაქს ჩრდილოეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით, უნდა დაეპყრო პრეზიდენტის სასახლე, სამთავრობო შენობები და რკინიგზის სადგური .

  ქალაქში შესულმა ჯარებმა მაშინვე დიდი ზარალი განიცადეს. 131- (მაიკოპი) ცალკეული ბრიგადა და 81- (სამარა)პოლკი, რომელიც მიიწევდა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გენერალ ..პულიკოვსკის მეთაურობით თითქმის მთლიანად დამარცხდა. მათგან ასზე მეტი სამხედრო ტყვედ  ჩავარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ასლან მასხადოვმა, იმ პერიოდში, იჩქერიის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსმა,  შეიმუშავა  გეგმა, რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა რე­გი­­ნე­ბი­დან თავ­მოყ­რილ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა გროზ­ნოს სარ­კი­ნიგ­ზო სად­გუ­რამ­დე ისე გა­­­რეს, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არც შეხ­ვედ­რი­ათ. თუმ­ცა რო­გორც გა­ირ­კვა, ისი­ნი ჩიხ­ში აღ­მოჩ­ნდნენ.ჩეჩნებმა განზრახ შეუშვეს რუსული ტანკები ქალაქის ცენტრში, დაბნელების შემდეგ კი შეუტიეს ისე,  რომ დანგრეულმა საბრძოლო მანქანებმა გადაკეტეს გასაქცევი გზები. შემდეგ კი კორპუსების ზედა სართულებიდან დიწყეს ტანკების განადგურება, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ვიწრო ქუჩებში მანევრირებას და ქვემეხებიდან და ტყვიამფრქვევებიდან საპასუხო ცეცხლს ვერ უხსნიდნენ. რუსეთის ჯარებმა დიდი ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს. 1 იანვარსვე რუსული ჯარი ცდილობდა არა შეტევას, არამედ  თავის დაეღწევას. რუსულმა ჯარმა დაკარგა ტექნიკა, მეთაურები, გაიფანტა ქალაქის ირგვლივ და მცირე ჯგუფებად დატოვა გარემოცვა. ბრძოლაში დაიღუპნენ ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი სავინი და ბრიგადის თითქმის მთელი ხელმძღვანელობა. 2 იანვრის დილას რუსეთმა გროზნოში გაგზავნ 106- და 76- დივიზიები უკვე დანგრეული ქვედანაყოფების დასახმარებლად, მაგრამ დავალება ვერც მათ  შეასრულეს.  ჩეჩენმა ბრიგადა სრულ ალყაში მოაქციეს. ბრძოლა რუსეთის ფედერალური ძალების სრული კრახით დასრულდა. ბრიგადამ პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი - 20 ტანკი, 45 БМП, 7 ავტომობილი და 6 საზენიტო კომპლექსი "Тунгуска" დაკარგა.

 მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულებ ზუსტი რაოდენობა უცნობია. ეუთო- საერთაშორისო დამკვირვებლებმა მომხდარს "წარმოუდგენელი კატასტროფა" უწოდეს, ხოლო გერმანიის კანცლერმა ჰელმუტ კოლმა მას "სუფთა სიგიჟე" უწოდა.


Comments