ჩეჩნეთ-რუსეთის I ომი

 


  1994 წლის 30 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ხელი მოაწერა საიდუმლო განკარგულებას  2137с "ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კონსტიტუციური კანონიერების და წესრიგის აღდგენის ზომების შესახებ",  განკარგულების  თანახმად, 1 დეკემბრიდან  ”ჩეჩნეთის რესპუბლიკაში უნდა განხორციელებულიყო კონსტიტუციური კანონიერების და კანონის უზენაესობის აღდგენის ზომები”, დაწყებულიყო განიარაღება და შეიარაღებული ფორმირებების ლიკვიდაცია, ამასთანავე, მოლაპარაკებების ორგანიზება.

  1994 წლის 11 დეკემბერს რუსეთის ჯარმა სამმაგი დარტყმა მიაყენა გროზნოს. იერიში დროებით შეაჩერა რუსეთის გენერალ-პოლკოვნიკმა ედუარდ ვორობიოვმა, რომელიც შემდეგ პროტესტის ნიშნად გადადგა და განაცხადა, რომ ჩეჩნეთში შეჭრა იყო: "დანაშაულებრივი როგორც ჩანაფიქრი, ისე მისი აღსრულება".  რუსეთის ჯარების შეტევები რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. შტურმის წინა ღამეს საკუთარ ორმოცდაოთხის წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე თავდაცვის მინისტრმა, პაველ გრაჩკოვმა განაცხადა: „მხოლოდ ერთი საპარაშუტო დესანტიც კი ყველა პრობლემას ორ საათში მოგვიგვარებს“, მაგრამ შეცდა, შტურმის პირველივე დღეს ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ჩეჩნური მხარე შეტევაზე იმ დროს გადავიდა, როდესაც ტანკები დედაქალაქის შუაგულისკენ მიიწევდნენ. მაღალსართულიან სახლებში დაბანაკებული ჩეჩნები მზადყოფნაში დახვდა რუსეთის ჯარს.  რუსული კოლონა ცეცხლში გაეხვია. სიკვდილს ბევრი მებრძოლი ვერ გადაურჩა. დანებით და ხანჯლებით შეირაღებული მოსახლეობა სადარბაზოებში  ჩასაფრებულიყვნენ და იქიდან იჭერდნენ გაქცეულებს. რუსული ჯარის ასეთ დამცირებას კრემლი, რა თქმა უნდა,  არ ელოდა. მალევე რუსეთმა დაიწყო სრულმაშტაბიანი ომი და 1995 წლის მაისისთვის ჩეჩნეთის 80% რუსეთი კონტროლის ქვეშ გადავიდა.

  რუსეთის სრულმასშტაბიან შეტევის შემდეგ ათასობით მოხალისე შეუერთდა მობილური  რაზმების რიგებს. ბევრმა შექმნა ადგილობრივი თავდაცვის რაზმები, რათა დაეცვა თავიანთი დასახლებები თავდასხმის შემთხვევაში. საერთო ჯამში ჩეჩნებმა დაახლოებით 10000-12000-მდე რეგულარული და რეზერვი მებრძოლი გამოიყვანეს. გაეროს ანგარიშის თანახმად, ჩეჩნეთის შეიარაღებულ ძალების რიგებს ბავშვებიც იკავებდნენ, რომელთაგან ზოგი მხოლოდ 11 წლის იყ. ჩვეულებრივი საბრძოლო მოქმედებების გარდა, სეპარატისტები იყენებდნენ პარტიზანულ ტაქტიკას, როგორიცაა მტრის ხაფანგების განთავსება და მტრის ტერიტორიაზე სამთო გზების მოპოვება. მათ ასევე ეფექტურად გამოიყენეს ნაღმების და ჩასაფრების კომბინაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების წარმატებული გამოყენება. 

  ჩეჩნეთში ომის დაწყება კრემლსა და ბორის ელცინს ძვირად დაუჯდა დიდი ძალისხმევის მიუხედავად რუსეთმა ვერ შეძლო ჩეჩნეთის დამარცხება, პირიქით,  ჩეჩნები დროდადრო დაკარგულ ტერიტორიებს იბრუნებდნენ, ამიტომ კრემლს მოუწია შეთანხმებაზე წასვლა.  საბოლოო და მთავარ  შეთანხმებას ხელი მოეწერა 31 აგვისტოს, ქალაქ ხასავიურთში. ლეშეკრულებას რუსეთის მხრიდან ხელი მოაწერა ალექსანდრე ლებედიმ, ხოლო ჩეჩნეთის მხრიდან ასლან მასხადოვმა.   შეთანხმების მთავარი პუნქტები იყო: დემილიტარიზაცია, ორივე მხარის სამხედროების გაყვანა დედაქალაქიდან, ქალაქში არსებული ქაოსის აღსაკვეთად გაერთიანებული სამმართველოს ჩამოყალიბება, ფედერალური ძალების გამოყვანა ჩეჩნეთიდან და  იჩქერიის სტატუსის განხილვის გადადება 2001 წლამდე. 

  ეს ომი და მისი შედეგები ენით აღუწერელი ტრაგედია იყო მოსახლეობისთის. 1996 წლის ბოლოს ნახევარ მილიონზე მეტი ჩეჩენი უსახლკაროდ დარჩა  და ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობდ. დანგრეული ქალაქებისა და სოფლების აღდგენა ფინანსების უქონლობის გამო ვერ ხერხდებოდა. მთელ ქვეყანაში ეპიდემიები და შიმშილი  იყო გავრცელებული. გახშირდა სხვადასხვა ეპიდემიები, განსაკუთრებით ტუბერკულიოზი და ონკოლოგიური დაავადებები. ათიდან ცხრა ოჯახს სურსათი არ გააჩნდა და თავის გამოკვება არ შეეძლო. მოსახლეობის 90% უმუშევარი იყო. ხალხი ემიგრაციაში მიდიოდა და შესაბამისად ქვეყანა მოსახლეობისგან იცლებოდა. ომში მოსახლეობის 10% დაიღუპა. ომის შედეგად განადგურდა ინფრასტრუქტურა: მუზეომები, ბიბლიოთეკები, ეროვნული არქივები, საავადმყოფოები, უნივერსიტეტები, სკოლები. მხოლოდ გროზნოში სკოლების 80% მთლიანად დაინგრა.  სრულად განადგურდა 11 დასახლება, ნაწილობრივ - 300. გროზნო ნანგრევებად იქცა, ქალაქი გუდერმესი და შალი ხშირი დაბომბვისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად ძალიან დაზარალდა.   დაინვალიდდა  74 ათასი ადამიანი, მათ შორის 19 ათასი ბავშვი. 2000 ადამიანი დაბრმავდა, 1500 - დაყრუვდა. 12 ათასი ბავშვი დაობლდა. 1582 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ქვეყანაში ეკოლოგიური კატასტროფა დადგა. ჰაერის დაბინძურება ნორმას ასჯერ გადააჭარბა. ახალშობილების სიკვდილიანობა 50% შეადგენდა.

Comments